TOP.GE
სხვადასხვაძალოსნობა

ტალახაძის რეკორდები ისტორიის კუთვნილებაა - ცვლილება ძალოსნობაში

ღვთისავარ ანთაძე
07:54/30-12-2021
+-

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის წონითი კატეგორიები შეამცირა. ცვლილების თანახმად, პარიზულ ფიცარნაგზე ხუთ-ხუთი წონით იქნებიან წარმოდგენილი ქალები და კაცები.

კაცებში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება 61, 73, 89, 102 და +102 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ქალთა ასპარეზობებისთვის განისაზღვრა 49, 59, 71, 81 და +81 კილოგრამ წონითი კატეგორიები.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლები შვიდ წონით კატეგორიაში გაითამაშეს როგორც კაცებმა, ისე ქალებმა.

წონით კატეგორიებში შეტანილი ცვლილებები თავისთავად გავლენას იქონიებს რეკორდებზეც. აქედან გამომდინარე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის მიერ +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში დამყარებული ოლიმპიური რეკორდები ისტორიის კუთვნილება გახდება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
8
Geo
(1)
/
Dislike(0)
გილოცავთ ახალ წელს ქართველნო! ლაშა არა მარტო ჩვენ გვექუთვნის უკვე, ის უკვე მთელი სამყოროსია! რა არ უნდა შეცვალონ, ლაშა ისტორიის შემქნელია..)
7:15:24 PM 12/31/2021
გამოხმაურება(0)
zurabi
(1)
/
Dislike(0)
ეგენი მგონი რუსებს გაასწრებენ
11:24:52 AM 12/31/2021
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2