"ისმის საშინელი გინების ხმა, მე გავრბივარ და ეს მომდევს..." - ტალახაძისა და ნაკრების ექიმის სახალისო ისტორია

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ლაშა ტალახაძის ახალ იმიჯზე საკუთარი "ფეისბუქის" მეშვეობით ისაუბრა:

"ყველა ლაშას ულვაშზე ლაპარაკობთ და გეტყვით, რა მოხდა. შეკრებაზე ვართ დუშეთში, ვარჯიშიდან მოვდივართ და ლაშამ ჩაილაპარაკა, წვერს შევისწორებ ჩემითო.

ცოტა ხანში მეძახის, დავიწყე და ჩემი მანქანა დაჯდა, იქნებ შენი მომაშველოო. შევუტანე...

თავისი მანქანა ზომაზე ეყენა და ჩემსას კიდევ თავი არ ჰქონდა ზედ. ამან ინსტინქტურად ჩართო და ქვედა ყბიდან აიტარა ბოლომდე.

უცებ ისმის საშინელი გინების ხმა, მე გავრბივარ და ეს მომდევს.

ასე დარჩა წვერის და თმის გარეშე,
მე სილურჯეებზე ვმკურნალობ. თქვენ საღლიცინო მოგეცათ" - წერს გიორგი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".

მკითხველის კომენტარები / 13 /
გაიხარე გიორგი,კარგად გამაცინე!ღმერთმა მაგაზე მეტი სადარდებელი არ შეგახვედროთ,არც ერთს.ისე გაბრაზებული ლაშას ნახვა,საინტერესო იქნებოდა.ნეტავი ვინმეს გადაეღო.ვერც კი წარმომიდგენია,თუ მძლეთამძლეს,ეს შეუძლია.სულ გამარჯვებულებს გევლოთ!
სოსო
15:44 31-01-2022
1
კაი იყო
genius1113
12:12 31-01-2022
0

სიახლეები პოპულარული