ტალახაძე რეკორდებს ახლიდან შეუტევს - წონები შეიცვალა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა ტურნირი ახალ წონით კატეგორიებში ჩატარდება.

კერძოდ, პარიზულ ფიცარნაგზე ძალოსანთა ასპარეზობები გაიმართება კაცთა ხუთ - 61, 73, 89, 102, +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ასევე ხუთ წონაში - 49, 59, 71, 81, +81 გამოვლენ ქალი ძალოსნებიც.

საგულისხმოა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანთა შეჯიბრებები 7 წონით კატეგორიაში ჩატარდა, როგორც კაცებში, ისე ქალებში.
XXXIII ოლიმპიურ თამაშებს პარიზი 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, ლაშა ტალახაძეს ოლიმპიური რეკორდების ახლიდან დამყარება
მოუწევს, რადგანაც ის შეცვლილ წონით კატეგორიაში გამოვა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altტალახაძეს მიწისძვრა "დააბრალეს" - სახალისო ამბავი

altტალახაძე ევროპის ჩემპიონატისთვის 275 კგ-ით ვარჯიშობს [PHOTO]

alt"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან


მკითხველის კომენტარები / 13 /
აუფფფ, გოუჭირდება, ხო იცი.
ლევან მაღლაკელიძე
11 აპრილი 2022 14:08
0
ამერიკელები რა შუაში არიან შტანგის აწევასთან.
ვა რა დონეა
08 აპრილი 2022 12:02
1
ბრეიგდანსი რომ იქნება ოლიმპიური სახეობა მერე ეს გადაწყვეტილება გიკვირთ.
giorgi
08 აპრილი 2022 11:05
0
წონები შეცვალე შეცვალე, რეკორდების და წარსულის წაშლა რა უბედურებაა?! მაგათ თავს არ უნდა იყოს მდვიდობა, ჯანმრთელად არიან?!
?!
08 აპრილი 2022 09:28
0
რამდენიც არ უნდა ცვალოთ მაგ წონითი კატეგორიები ,ამერიკელებს მაინც არაფერი ეშველებათ!))) აბა ძლიერები ყოფილიყვნენ ამ სახეობაში,რამეს თუ შეცვლიდნენ?!(((
dima
08 აპრილი 2022 02:39
4
ამათ საქმე გამოელიათ, თუ რა ჭირი სჭირთ? სულ ახლახანს არ შეცვალეს წონები? რის საფუძველზე ცვლიან ასე წარამარა.
nanka2002
08 აპრილი 2022 01:47
0
შეჭამეს ტვინი უკვე! შემდეგი ოლიმპიადის პროგრამიდან რომ ამოიღეს სჯობია მაგაზე იფიქრონ და რაიმე ღონისძიება გაატარონ! გაზულუქებულები!
ბს
07 აპრილი 2022 17:09
1
ევროპის ჩემპიონატი როდის იწყება
qartveli
07 აპრილი 2022 16:38
0
ლაშა ტალახაძე:- ახალ წონაშიც ყველა რეკორდი მოვხსენი მასწ...!
გიორგი ასანიძე:-გაგიჭირდებოდა :D ))
aqsadaqsa
07 აპრილი 2022 16:21
0
ამერიკელებს არ ჰყავთ ამ სახეობაში ჩემპიონები და სულაც რომ გააუქმონ ყველა წონა რას უზამ, ამაზე უარესები არ ჩაუდენია??!!
ლაშას ქომაგი
07 აპრილი 2022 16:17
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული