ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევის გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთი სახლის სარდაფიდან ოთხი დივერსანტი ამოიყვანეს, რომლებიც რუს ოკუპანტებს საარტილერიო ცეცხლის გასახსნელად კოორდინატებს ატყობინებდნენ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინელი ძალოსანი გენადი კრასილნიკოვი აღმოჩნდა.
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა კრასილნიკოვმა უკრაინის სახელით ორჯერ იასპარეზა ოლიმპიადაზე - სუპერმძიმე კატეგორიაში სიდნეიში მეცხრე ადგილზე გავიდა, ხოლო ათენში მეოთხეზე. ის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.
კრასილნიკოვი ჩუგუევის მკვიდრია, 2014 წელს რუსეთის პირველი აგრესიისას თანაქალაქელებს ევაკუაციაში ეხმარებოდა, შემდეგ კი, როგორც ჩანს, ოკუპანტების მხარეზე გადავიდა.