ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა და მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა, რომელმაც ტრავმირებულმა იასპარეზა, ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა: ატაცში 208/215 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც და ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ამას გარდა, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა. ის ევროპის ექვგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია.

გუშინ 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი
გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მსოფლიო ლეგენდაა, 6 გზის მსოფლიოს და ევროპის და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, საინტერესოა სტატისტიკის ნახვა ვინმეს თუ აქვს ამდენი ტიტული მოპოვებული სპორტის სახეობებში
მამუკა
17:40 17-12-2022
2
ბრავო! უდიდესი წარმატებები ჩვენს გოლიათს მომავალშიც!
ვახო...
17:27 17-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული