ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა

AutoSharing Option
+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ვეკუამ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩვენმა ძალოსანმა 141 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი მიიღო. უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც 179 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა. საუკეთესო იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 320 კილოგრამითაც, რამაც მას ჩემპიონობა მოუტანა.

რამდენიმე დღით ადრე სეზონი ჩემპიონობით გახსნა ლევან ოჩიგავამ (81 კგ).

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურთან ახლოს იყო საბა ადამია. ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს ადამიამ ატაცში 137, აკვრაში კი 168 კილოგრამი დააფიქსირა და ორივე შემთხვევაში მეორე ადგილი დაიკავა. ვერცხლის მედალი ერგო ორჭიდში დაგროვილი 305
კილოგრამითაც.

დურესის მსოფლიო ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა გოგონათა ნაკრებისთვისაც. მარიამ მურღვლიანმა (81 კგ) ასპარეზობა სამი ვერცხლის მედლით დაასრულა.

მომავალმა მედალოსანმა ატაცში 102, აკვრაში კი 127 კილოგრამი დაძლია, ხოლო ორჭიდში 229 კილოგრამი დაუგროვდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეორეადგილოსანი სომეხი რა გაბღვერილი იყურება
0
წინ,ფართე ფრონტით,ქართველო ათლეტებო,საქართველოს სადიდებლად!!!
მინდია
13:28 03-04-2023
0

სიახლეები პოპულარული