ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლომთაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 160/165/170 კგ დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.
მან აკვრაში თავი 202/209 კილოგრამს გაართვა და მე-4 საფეხურზეა, ორჭიდში მოგროვილი 379 კილოგრამით კი მკერდი ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით