სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში დასრულებულ მოხმალავეთა მსოფლიოს თასის პირად გათამაშებაში ვაჟებში სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა.

ბაზაძე ტურნირზე პლეი-ოფიდან ჩაერთო და ერთი მეორის მიყოლებით რუსი ოლეგ პეტროვსკი (15:8), უნგრელი ჩანად გემეში (15:10), კორეელი იუნჰო კიმი (15:7), იტალიელი ჯოვანი რეპეტი (15:10), ფრანგი ბოლად აპიტი (15:10) და რუსი კამილ იბრაგიმოვი (15:8) დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე FIE-ს მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველი მოფარიკავეა.

28 წლის ბაზაძეს სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი ოქროსაც დაეუფლა.

17 იანვარს გუნდური შეჯიბრი დაიწყება - საქართველოს ვაჟთა ნაკრები საუდის
არაბეთს, ხოლო საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანს შეხვდება.

სანდრო ბაზაძე - FIE- მსოფლიო თასის მფლობელი პირველი ქართველის მოფარიკავეა
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვაშააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გილოცაააავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ILIA
17 იანვარი 2022 00:47
0
...შენ გენაცვალე სანდრო!!! გილოცავ!!!მსოფლიო თასი???!!! წარმოუდგენელია!!! ბრავო!!! ძალიან მაგარი რომ ხარ ვიცით, მაგრამ ოქრომდე სულ ცოტა გიშლიდა ხელს!!!ყოჩაღ,  ღირსეულად აგრძელებ ქართული ფარიკაობის დიდ ტრადიციას!!!
დათო
17 იანვარი 2022 01:11
0
ბრავო სანდო!! წარმოუდენელი მიღწევა. სიტყვები არ მყოფნის. ამ ბიჭმა დანაპირები შეასრულა, ნაბიჯ ნაბიჯ იარა და მაიც უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ოლიმპიადაც გვინდა. წარმატებები და გამარჯვებები სანდროს!!
G.LA
17 იანვარი 2022 09:36
0
ბრავოო სანდროო !!! შეუფასებელია ის , რასაც სანდრო აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის , შემიძლია ნიკას შევადარო , რადგან ეს ორივე სპორტის სახეობა , ძალიან ჩაკეტილია , და იქ წარმატების მიღწევა , ძალიან მაღალი კრიტერიუმია ქვეყნისათვის , თანაც იმ პირობებში , რაშიც უწევდა ორივეს განვითარება . არ ვაყენებ არცერთს უპირატეს პოზიციაში , უბრალოდ ქედს ვიხრი მათი შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის წინაშეე ! სანდრო ბაზაძე-ქართველი რაინდი , მან გაგვახსენა , რომ ჩვენი წინაპრები ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ . წინ ოლიმპიადისკენ !!!
ATP 16
17 იანვარი 2022 09:48
0
კიდევ ერთი უდიდესი არგუმენტი და დადასტურება ვინ იმსახურებდა ოლიმპიადის ფინალში მოხვედრას. 3წელიწადში ოლიმპიური ოქრო იქნება
გიორგი
17 იანვარი 2022 11:25
0
ძაიან გამეხარდა!
ლუკა
17 იანვარი 2022 11:19
0
გენაცვალე სანდრო! ყველას გილოცავთ!
სოხუმელი ვეტერანი
17 იანვარი 2022 09:23
0
გილოცავ და მომავალ წარმატებებს გისურვებ!!! იმედია, კიდევ ბევრჯერ ასახელებ საქართველოს!!!
tngh
17 იანვარი 2022 15:32
0

სიახლეები პოპულარული