საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში ოქროს სინჯის მედალი მოიპოვა.
აღნიშნულ ტურნირზე მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან ასპარეზობისას საქართველომ უნგრეთისა (45:40) და ტაილანდის (45:23) ნაკრებები დაამარცხა, ფინალში კი პოლონეთს 45:30 მოუგო და პირველი პოზიციაც არავის დაუთმო.
შემადგენლობა: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი.
იხილეთ ფოტოგალერეა