ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა დაიმსახურა, ჯამში კი, 246.71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილის შემდეგ ქართველ მოციგურავეს მედალი არ მოუპოვებია.
ვაჟთა ერთეულებში ასევე იასპარეზა 19 წლის ირაკლი მაისურაძემ, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 140.34 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა. ჯამში კი, მაისურაძემ 214.47 ქულით ასპარეზობა მე-14 ადგილზე დაასრულა.
პირველ-მეორე ადგილები ევროპის ჩემპიონატზე რუსებმა, დმიტრი ალიევმა და არტურ დანიელიანმა დაიკავეს.
გარდა ამისა, წყვილებში რიტმული ცეკვების პროგრამით იასპარეზეს მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ და 67.49 ქულა დაიმსახურეს, რითაც მე-12 ადგილი დაიკავეს, რაც კვალიფიკაციის დასაძლევად საკმარისია და ისინი 25 იანვარს კვლავ იასპარეზებენ.
2 ადგილი - დანიელიანი (სომეხი)
3 ადგილი - ყვითელაშვილი (ქართველი)
ცხვრის პარსვაში რომ გამართულიყო ევროპის ჩემპიონატი კიდევ ხო, მაგრამ ფიგურულ სრიალში კავკასიელთა ასეთი დომინაცია ??? ))))))))