ყვითელაშვილის პირველი კომენტარი - ფინალში ქართველის გამოსვლის ნომერი ცნობილია

AutoSharing Option
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:

"თავდაჯერებულად და მშვიდად ვისრიალე - ორი ოთხმაგი ნახტომი და სამმაგი აქსელიც მქონდა. ახლა კარგად უნდა დავაკვირდე, როგორ შემაფასეს მსაჯებმა...

ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ. ემოციურადაც მშვენივრად ვარ, თუმცა ხასიათს ის მიფუჭებს, რომ პირბადეების ტარება გვიწევს და მაყურებლებიც არ გვესწრებიან. მიუხედავად ამისა, ოლიმპიადაზე გამოსვლა ერთი სიამოვნებაა".

შეგახსენებთ, ყვითელაშვილმა კაცების მოკლე პროგრამაში მე-5 ადგილი დაიკავა და ფინალში 10 თებერვალს, თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს. ის მე-20 მონაწილე იქნება.

altყვითელაშვილი წარმატებით გამოვიდა და ფინალში

იასპარეზებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები, ეგებ შესწვდეს ბრინჯაოს.ეს მართლაც დიდებული იქნება.
ტტტ
16:52 08-02-2022
0
ძალიან კარგად ისრიალა და მგონი უფრო რთულადაც შეეძლო.გუნდურშიც ასეთი ქულები რომ მიეღო,მგონი ფინალურ ხუთეულში მოვხვდებოდით.ასეა თუ ისე,თავისუფალ პროგრამაში კიდევ უფრო უკეთ გამოსვლას ვუსურვებ.წარმატებები მორისს.
სოსო
15:08 08-02-2022
0

სიახლეები პოპულარული