კიდევ ერთი წარმატება ციგურაობაში - 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილი

AutoSharing Option
ტალინში მიმდინარე მოციგურავეთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მეორე კომპლექტი ვაჟთა ერთეულებში გათამაშდა.

ტალინურ ყინულზე თავისუფალი პროგრამით დაასრულა გამოსვლა 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა. მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტმა, რომელმაც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამა 21-შედეგით დაასრულა, თავისუფალში გამოსვლისას 110.28 ქულა მიიღო და მე-20 საფეხურზე გავიდა, ორივე პროგრამის ჯამში კი 169.66 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატი 22-ე ადგილზე დაასრულა.

დღეს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს სპორტულ ცეკვებში თავისუფალ პროგრამას შეასრულებს იულია ლებედევა-ბითაძისა და დიმიტრი პარხომენკოს წყვილი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული