ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატი სპორტული ცეკვებით დაასრულეს

AutoSharing Option
ფიგურულ ციგურაობაში ტალინის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლით დაასრულა.

იულია ლებედევა-ბითაძისა და დიმიტრი პარხომენკოს წყვილმა მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-20 ადგილის შემდეგ უკეთ იასპარეზა თავისუფალში, სადაც 72.80-ქულიანი შეფასებით მე-18 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა, ორივე პროგრამის გათვალისწინებით, 117.89 ქულა დააგროვეს და ჩემპიონატი მე-20 ადგილით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებისთვის დიდად წარმატებული გამოდგა სპორტულ წყვილებში გამოსვლა. ორი დღით ადრე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა ჩემპიონატების ისტორიაში პირველად - ქართულ ფიგურულ ციგურაობას ოქროს მედლები მოუტანა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altკიდევ ერთი

წარმატება ციგურაობაში - 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილი

altსაფინა და ბერულავა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

altქართული წყვილი პირველ ადგილზე - საფინასა და ბერულავას წარმატებები გრძელდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული