უკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ოქროს მედალი მოიგო.

ღონისძიების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე კი ქართული წყვილი უკრაინელ დუეტთან, ვიოლეტა სეროვასა და ივან ხოტბასთან მისალოცად მივიდა, თუმცა მათ მილოცვის მიღებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს.

უკრაინელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი დაიკავეს, მე-3 პოზიცია კი კანადელებმა ირგუნეს, რომლებსაც ხელის ჩამორთმევაზე უარი არ უთქვამთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული და პაველ სლიუსარენკოს მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

მეტელკინა საქართველოს ღირსებას
2020, ხოლო ბერულავა 2019 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
მაგარია!! უკრაინის სახელით მოასპარეზე რუსი სეროვა, თავისი სამშობლოს გამო, ხელს არ ართმევს საქართველოს სახელით მოასპარეზე ქართველ ბერულავას!
SL
25 სექტემბერი 2023 15:37
4
პუტინსაც მიეცით ქართული პასპორტი, რომ სანქციებს აარიდოს თავი.
ქ. გ.
25 სექტემბერი 2023 15:10
37
როცა "ურა პატრიოტობ" მაშინ რუსეთის გაზიც და სინათლე გამოირთე სახლში, იმისა არ იყოს ვითომ ხოშტარია ებრძვის რუსეთს და ამ დროს რუსულ რუბლებს კარგად იღებს და ითვლის? აი ეს "ორმაგი სტანდარტები" ხართ ყველა, ვინც აქ იბრიქებით და მარაჟიარობთ რა? ერთი უსუსური და საცოდავი ტიპშები ხართ!
ქ.გ-ს
25 სექტემბერი 2023 16:56
22
პუტინისტვის არც ევროკავშირს და არც ამერიკას პერსონალური სანქცია არ დაუწესებია ეს ისე ცნობისთვის
ნოდო
25 სექტემბერი 2023 15:35
9
რუსეთში დაბადებულია ორივე. რუსეთში ცხოვრობენ. მწვრთნელები რუსები ჰყავთ.
ქ. გ.
25 სექტემბერი 2023 15:09
24
2019ში წამოვიდა ერთი მეორე 2020ში ჩაგეფუშა ყველანაირი ინტრიგნობის მცდელობა
ნოდო
25 სექტემბერი 2023 15:36
10
...
საქართველოს სახელით მოასპარეზე ჯიშგასაწყვეტ არარაობებს არ ჩამოართვა ხელი
თემო
25 სექტემბერი 2023 14:54
38
ეს ხახოლი უკრაინელები პირდაპირ თავს ესხმიან ჩვენ ქვეყანას..ერთი ჯიშის არიან ესენჯ დს რუსები..
ქართველი
25 სექტემბერი 2023 14:50
79
Თბილად გაცვია,არ შეგცივდეს.ჯერ ერთი მანდ ქართველმა ვაჟკაცმა გაუწოდა ხელი და თუ კაცი ხარ უნდა ჩამერთვა ხელი.
Მეორეც მაგათ სისხლს რო სვავენ ჩრდილოკავკასიელები, ისინი რო ჰყავთ ნაკრებებში ის როგორ არი?
Ლაშას
25 სექტემბერი 2023 14:37
55
რუსები აფრიკაშიც რუსები არიანო. ჩვენი დროშა საკმაოდ ბევრგან არის კიევში, ხრეშატიკებზე გინდა თუ სხვაგან. თითქმის ყველა ქართულ რესტორანთან ქართული დროშაა. მაგ ოქროს მედლებმა ჩვენთან დიდი სიხარული გამოიწვიაა?
G.LA
25 სექტემბერი 2023 14:33
22
საქართველოს სახელით მოასპარეზე რუს სპორტსმენებს არ ჩამოართვა ხელი. ასე უფრო სწორი იქნებოდა.
ლაშა
25 სექტემბერი 2023 14:28
33
ლუკა ბერულავა ნამდვილი ქართველია, მისი მშობლები აფხაზეთიდან დევნილი ქართველები არიან. რთულმა გარემოებებმა განაპირობა მათი ოჯახის რუსეთში ცხოვრება, ბერულავას ძარღვებში მხოლოდ ქართული სისხლია, ნამდვილი კოლხია. მან შესანიშნავად იცის ქართული (მეგრულიც), რუსულიც და ინგლისური ენები. ლუკა საქართველოს მოქალაქეა. მას ნათესავების არმია ჰყავს საქართველოში. ბე­რუ­ლა­ვა პერმ­ში და­ი­ბა­და და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2019 წლი­დან ას­პა­რე­ზობს! მე­ტელ­კი­ნა ვლა­დი­მი­რი­და­ნაა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 2020 წელს შე­უ­ერ­თდა! უკრაინა რუსეთის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, თუ ადამიანი საქართველოს ღირსებას იცავს და გვასახელებს, ეს მისასალმებელი უნდა იყოს! არც ვიოლეტა სეროვაა უკრაინელი და მერე რა!? არ გამოდის მათი სახელით, თუ რამე მეშლება! მაკფადენი სულ აფროამერიკელი და ფლამარიონი კიდევ ბრაზილიელი, მაგრამ ორივე ბევრ ქართველს მიცემენ ფორას ქართველობაში!
მწვრთნელი
25 სექტემბერი 2023 15:04
50

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული