TOP.GE
სხვადასხვაფიგურული სრიალი

ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ნიკალა მახარობლიშვილი
16:08/13-02-2025
+-
00:00 / 00:00

საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

გუშინდელი მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძეს 58.84 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს თავისუფალ პროგრამაში მან 128.97 ქულა მიიღო, ჯამში კი 187.81 ქულა მოიპოვა და ოლიმპიური ოქროც დაიმსახურა. ვერცხლის მედლის მფლობელი ესტონელი ელინა გოიდინა გახდა, ბრინჯაოს მედალი კი შვეიცარიის სახელით მოასპარეზე ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა.

ცნობისთვის, ამ დრომდე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი ქვეყნიდან ოქროს მედალი არავის ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ინგამ დღეს ისტორიული შედეგი დააფიქსირა.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
7
912
(1)
/
Dislike(1)
ჩვეულებრივი რუსი რომელიც არასდროს გამოვიდოდა საქართველოს სახელით რომ არა რუსეთ - უკრაინის ომი.... ქართველი რომ გქვია ერთი ორი სიტყვა მაინც ისწავლეთ ქართულად...
2:15:11 PM 2/14/2025
გამოხმაურება(0)
სოსო
(1)
/
Dislike(0)
ყოჩაღ ინგა!გილოცავთ!
9:57:34 AM 2/14/2025
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2