ინტერვიუს დროს გონება დაკარგა... - ბრაზილიელი ფრენბურთელი სიკვდილს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიელმა ფრენბურთელმა ჟაკლინ კარვალიუმ სატელევიზიო ინტერვიუს დროს გონება დაკარგა და დაეცა.

ის სან პაულუში, ბრაზილიის სუპერლიგის მატჩს ესწრებოდა "სესი სან პაულუსა" და "ეიმის ტაუბატე ფუნვიკს" შორის. შესვენებისას კარვალიუ ადგილობრივ ტელევიზიას აღნიშნული შეხვედრის შესახებ ესაუბრებოდა და ეს შემთხვევაც მაშინ მოხდა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს დარბაზში არსებული სიცხის გამო წნევა დაუვარდა და რომ არა "სესის" გუნდის ექიმი სერჟიო შავიერი, შეიძლება ტრაგედიაც დატრიალებულიყო. ფრენბურთის ბრაზილიელ ვარსკვლავს სწორედ სერჟიო შავიერმა აღმოუჩინა
დახმარება.

35 წლის ჟაკლინ კარვალიუმ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ბეიჯინგსა (2008) და ლონდონში (2012) მოიპოვა. ასევე ფლობს ორ ვერცხლის მედალს 2006 და 2010 წლებში იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატებზე.

კარვალიუ ბრაზილიაში ვარსკვლავად ითვლება და მას 800 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს "ინსტაგრამზე". სხვათა შორის, ამ ამბავმა დადებითად იმოქმედა მის პოპულარობაზე და 3 დღეში კარვალიუს გამომწერთა რიცხვი 20 000-ზე მეტით გაიზარდა.

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფილმ-მიუზიკლი "ჩიკაგო" ხომ გახსოვთ ? ზუსტად ამ ხერხით მიიქცია ყურადღება რენე ზელვეგერის გმირმა )))))))))
თერძი ბესო
30 აპრილი 2019 14:55
0
მიმიშვით, ხელოვნური სუნთქვა გავუკეთო
llcl
30 აპრილი 2019 13:16
0
ფეისბუქზე ეს ვიდეო დაიდო და ეს გოგო მოკლეს ამ ჭორიკანა კლავიატურის ვირთხებმა
ჯონათან
30 აპრილი 2019 12:32
0
ძალიან კარგი თუ გადარჩა. ეხლა ის ვიკითხოთ ამ ბეიჯინგს რა ვუყოთ? პეკინით ხო არ შევცვალოთ?
giglia
30 აპრილი 2019 12:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული