TOP.GE
სხვადასხვაფრენბურთი

საქართველოს ნაკრებმა სომხეთის გუნდი გაანადგურა

ხვიჩა ყაზაიშვილი
12:44/11-03-2021
+-

2021 წლის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა U16 ნაკრებმა სომხეთის გუნდს უშანსოდ მოუგო: 3:0 (25:13; 25:11; 25:9).

პირველ ტურში უკრაინის ძლიერ გუნდთან მარცხის შემდეგ ეს ქართველი ახალგაზრდების მიერ ტურნირზე მოპოვებული პირველი გამარჯვება იყო.

ხვალ ქართველი ბიჭები ბელარუსს შეხვდებიან, ზეგ კი - ესტონეთის ნაკრებს.

მოგეხსენებათ, შეჯიბრება თბილისში, დიღომში მდებარე ვ. კაჭარავას სახელობის "ფრენბურთის არენაზე" იმართება და ტურნირი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც გახლავთ.

წყარო: საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
0
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2