გილოცავთ!
ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მატჩის ბედი ფაქტიურად პირველივე პერიოდში გადაწყვიტა (5:1). მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაზარდა (8:1). საბოლოოდ კი შეხვედრა 11:2 დასრულდა.
შაიბები ჩვენი გუნდიდან გაიტანეს: ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა (4), არტიომ კურბატოვმა, სემიონ ხარიზოვმა (3), ივან შვეცოვმა, ალექსანდრე ვასილჩენკომ და მიხაილ შალუნოვმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არტიომ კოზიულინი აღიარეს, ხოლო ტურნირის საუკეთესო ჰოკეისტად
ალექსანდრე ვასილჩენკომ ჰიმნის შესრულებამდე თავის საცოლეს ხელი სთხოვა, პასუხი თავისთავად იყო - დიახ!
ვერაფერს იტყვი, მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა გუნდმა და ქართულ ჰოკეის განსავითარებლად უკვე სულ სხვა დონის თანადგომა და დახმარება სჭირდება.
ერთი სიცოცხლე, ერთი ოცნება, ერთი გუნდი - ერთადერთი !
საქართველოს ნაკრებმა კეიპტაუნში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა
მეკარეები: 1. კახა ამბროლავა, 20. ანდრეი ილიენკო
მცველები: 23. მიხეილ დავითაშვილი, 8. ამირან გეფერიძე, 3. გიორგი ჯეირანაშვილი, 6. არტიომ კურბატოვი, 12 დავით მინასიანი, 18. რევაზ ცომაია
ფორვარდები: 7. ვიტალი დუმბაძე, 21. გრიგორი ფილიმონოვი, 4. ზაზა ღონღაძე, 5. პაატა კავკასიძე, 2. სემიონ ხარიზოვი, 19. არტიომ კოზიულინი, 16. ოლივერ ობოლგოგიანი, 22. დავით ოგანეზიანი, 9. გია ოგანეზიანი, 24. მიხაილ შალუნოვი, 17. ივან შვეცოვი, 25. დიმიტრი სმეტანინი, 13. ალექსანდრე ვასილჩენკო, 15. თემურ ვედიაპინი, 10. ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი
მთავარი მწვრთნელი: როლანდ სვანიძე
მწვრთნელის ასისტენტი: გოჩა ჯეირანაშვილი