საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტაივანი გაანადგურა და II დივიზიონში გადავიდა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის უკანასკნელ ტურში საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულმა გუნდმა ტაივანი გაანადგურა (11:2), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მე-2 დივიზიონის საგზური მოიპოვა.

გილოცავთ!


ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მატჩის ბედი ფაქტიურად პირველივე პერიოდში გადაწყვიტა (5:1). მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაზარდა (8:1). საბოლოოდ კი შეხვედრა 11:2 დასრულდა.

შაიბები ჩვენი გუნდიდან გაიტანეს: ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა (4), არტიომ კურბატოვმა, სემიონ ხარიზოვმა (3), ივან შვეცოვმა, ალექსანდრე ვასილჩენკომ და მიხაილ შალუნოვმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არტიომ კოზიულინი აღიარეს, ხოლო ტურნირის საუკეთესო ჰოკეისტად
ოლივერ ობოლგოგიანი.

ალექსანდრე ვასილჩენკომ ჰიმნის შესრულებამდე თავის საცოლეს ხელი სთხოვა, პასუხი თავისთავად იყო - დიახ!

ვერაფერს იტყვი, მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენმა გუნდმა და ქართულ ჰოკეის განსავითარებლად უკვე სულ სხვა დონის თანადგომა და დახმარება სჭირდება.

ერთი სიცოცხლე, ერთი ოცნება, ერთი გუნდი - ერთადერთი !

საქართველოს ნაკრებმა კეიპტაუნში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა

მეკარეები
: 1. კახა ამბროლავა, 20. ანდრეი ილიენკო

მცველები: 23. მიხეილ დავითაშვილი, 8. ამირან გეფერიძე, 3. გიორგი ჯეირანაშვილი, 6. არტიომ კურბატოვი, 12 დავით მინასიანი, 18. რევაზ ცომაია

ფორვარდები: 7. ვიტალი დუმბაძე, 21. გრიგორი ფილიმონოვი, 4. ზაზა ღონღაძე, 5. პაატა კავკასიძე, 2. სემიონ ხარიზოვი, 19. არტიომ კოზიულინი, 16. ოლივერ ობოლგოგიანი, 22. დავით ოგანეზიანი, 9. გია ოგანეზიანი, 24. მიხაილ შალუნოვი, 17. ივან შვეცოვი, 25. დიმიტრი სმეტანინი, 13. ალექსანდრე ვასილჩენკო, 15. თემურ ვედიაპინი, 10. ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი

მთავარი მწვრთნელი:
როლანდ სვანიძე

მწვრთნელის ასისტენტი: გოჩა ჯეირანაშვილი
მკითხველის კომენტარები / 12 /
kako-ს. კაკოია, გირჩევ აიღო ორაყიანი თოხი და გახვიდე ყანაში. ბიჭებს კი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებ. მჯერა სეც იქნება. პროცესი დაწყებულია... მეამაყებით. შენ კი კაკოია, არ გაიოვიწყო რაც გირჩიე.
დათო კაცაბინი - ვეტერანი ქართველი ხოკეისტი
23 აპრილი 2018 11:03
0
ეს ძალიან კარგი და იმ მეორე დივიზიონში რა გუნდებია? ვინც იცით არ დამზარდეთ
კოლია ახობაძე
23 აპრილი 2018 09:57
0
ერთი ქართველი კი თამაშობდა
kako
23 აპრილი 2018 09:46
3
ფეხბურთში ხომ საამაყოები ხართ და ახლა ჰოკეი გვაკლდა, არ მოუგოთ კანადის ნაკრებს, რაც საჭიროა ის ითამაშეთ კაცურად
999
23 აპრილი 2018 09:45
5
Bravo Oliver!!!!
mamuka
22 აპრილი 2018 23:48
0
ტაივანში თოვლი ჩვეულებრივი მოვლენაა. საშუალოდ 50 კაცი კვდება ყინვისგან.
olega
22 აპრილი 2018 23:39
0
პირველ რიგში ულოცავ ყველა ჰოკეის გულშემატკივარს ამ წარმატებას რადგან ეს იგივეა ჩვენი ფეხბურთელები ჯგუფიდან რომ გასულიყვნენხოლო თვითონ ეს სახეობა არანაკლებ ვაჟკაცურია რაგბიზე ასე რომ თუ ხელისშეწყობა ექნებათ დარწმუნებული ვარ კანადასაც შეხვდებიან მსოფლიოზე
dato
22 აპრილი 2018 23:13
0
ნეტავ ტაივანში თოვლი თუ უნახიათ
ალეკო
22 აპრილი 2018 20:35
4
და რატო არ მოდის ტაივანში თოვლი რო ? აზიაში თოვლი არ მოდის? მარა აი სამხრეტ აფრიკას კი რომელსაც მართლა არ უნახია თოვლი წავაგეთ
ნოდო
22 აპრილი 2018 22:29
0
ტაივანი გაგიკვირდა? სამხრეთ აფრიკაშია ჩემოიონატი.
zaza
22 აპრილი 2018 22:10
0
გილოცავთ ჰოკეისტებო ამ წარმატებას! გისურვებთ ყინულის მოედნებს საქართველოში, სადაც შეგეძლებათ ვარჯიში. ყინულის მოედნის გარეშე მიაღწიეთ ამ წარმატებას და ყინულის მოედანი რომ გექნებათ მერე რას იზამთ?! ალბათ მსოფლიოს ჩემპიონები გახდებით! კიდევ ერთი მაგალითი ახალგაზრდებს იმისა რომ თავდადება და ბრძოლა მიზანთან აუცილებლად მიგიყვანს.
ლუკა
22 აპრილი 2018 19:37
0
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო
მალხაზ
22 აპრილი 2018 18:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული