“ტაში, ქალებო, ჩემი მაზლი ცეკვავს!” - პუტინი ვარსკვლავების მატჩის ბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის სამოყვარულო “ღამის ჰოკეის ლიგის” გალა-შეხვედრაში, “ჰოკეის ლეგენდების” გუნდში ითამაშა და მატჩის ბომბარდირიც გახდა.

პუტინის გუნდმა 13:9 მოიგო, ხოლო თავად პრეზიდენტმა 8 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა. აღსანიშნავია, როგორც მოწინააღმდეგე, ისე პუტინის გუნდში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები და ჰოკეის ყოფილი ვარსკვლავები თამაშობდნენ, ანგარიში კი ვლადიმირ ბატონმა 29-ე წამზე გახსნა.

აღნიშნულმა შეხვედრამ მხიარულება რუს ფანებშიც შეიტანა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რუსულ სპორტულ პორტალ “სპორტს.რუ”-ზე სახალისო კომენტარები უხვად დაიწერა.

”NHL-ის (მსოფლიოს საუკეთესო
ლიგა) 2024 წლის დრაფტის ფავორიტი გამოიკვეთა!”

”როგორც თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, პრეზიდენტი რუსეთშიც ყოველმხრივ ნიჭიერია!”

”პუტინმა ანგარიში 29-ე წამზე გახსნა, 8 გოლი გაიტანა, ხოლო შესვენებაზე ყინული ამოტეხა და 28-კილოგრამიანი თევზი დაიჭირა!”

”მოკლედ, რუსი ხალხის გულს ხომ ვერ მოიგებ რა. წარმოიდგინეთ, მაკრონს ზიდანთან, ანრისთან, დეშამთან ერთად რომ ეთამაშა და 8 გოლი გაეტანა. ან ობამას მეჯიქ ჯონსონთან და მაიკლ ჯორდანთან ერთად თამაშის დროს 80 ქულა ჩაეგდო. ჩვენმა პრეზიდენტმა მსგავსი რამ შეძლო და არც კი გაგიხარდათ, უმადურები ვართ!”

“ჩვენი გენერალი, ადმირალი, ალადინი!”

”აი, კლასი რას ნიშნავს! 68 წლის ბაბუ ყინულზე გამოვიდა, ძლივს მოძრაობდა, მაგრამ სწორედ კლასის ხარჯზე პოზიციებს ისე არჩევდა, რომ 8 გოლის გატანა შეძლო!” 

“ძლივს არ ამოვისუნთქე! არადა, ვფიქრობდი, ჩვენს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ოვეჩკინის გარეშე გაუჭირდება-მეთქი და ამ მატჩის შემდეგ იმედი მომეცა!”


მკითხველის კომენტარები / 10 /
ar gaxdeboda da !!!!!
leooo
12 მაისი 2021 17:56
0
კადიროვმა ჩემი შვილიც გეთამაშებიათო,გამიტყდაო
Levani
12 მაისი 2021 14:40
0
რომელიო,რომელიო? შენე ბიძია 10 შვილი გყაავსო და ორი ხუთეული გააკეთო და კარში შენ და შენი ცოლი დადექითო....
გელა67
24 სექტემბერი 2021 23:13
0
მიტომაცაა რუსეთში საქმე კარგად და ვისაც რუსეთის ნოსტალგია აქვს, პუტინზე უკეთესი სახელმწიფოს მეთაური არ ენახოს ცხოვრებაში.
ბარტეზა ცხვირა
11 მაისი 2021 18:50
5
ბარონი მიუნჰაუზენის პირდაპირი კონკურენტი. ჩვენ კიდე ბავშვობაში გვეგონა, მიუნჰაუზენი გასართობი მოთხრობა იყო და რეალურად ვერ იარსებებდა :D :D
)))))))
11 მაისი 2021 13:56
7
ერთი ეს არის ჰოკეისტი და მეორე კადიროვის შვილია ბოქსიორი :D :D :D
:D :D :D
11 მაისი 2021 13:55
2
13-ტივე როგორ ვერ გაიტანა?!
გლახუნა
11 მაისი 2021 13:13
1
“ჩვენი გენერალი, ადმირალი, ალადინი!” - ეს ყველაზე მაგარი იყო!:)))
ანესთეზეოლოგი
11 მაისი 2021 12:49
1
”პუტინმა ანგარიში 29-ე წამზე გახსნა, 8 გოლი გაიტანა, ხოლო შესვენებაზე ყინული ამოტეხა და 28-კილოგრამიანი თევზი დაიჭირა!” )))))))))))
სანდრო
11 მაისი 2021 10:52
1
ეგ რაც *კადრში* მოხვდა , რაც *დაფარული ნიჭი * ვერ შენიშნეს ?
კახაბერი
12 მაისი 2021 12:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული