პოზნერი: სამწუხაროდ, სპორტი პოლიტიკაზეა დამოკიდებული და ამიტომ გვსჯიან

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა კომენტარი რუსეთის ნაკრების ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთაზე გააკეთა. 

"ამ გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია. სანამ უკრაინაში სპეცოპერაცია არ დასრულდება, ისინი ნაბიჯებს არ შეცვლიან და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. 

სამწუხაროდ, სპორტი, როგორც ადამიანობრივი საქმიანობის სხვა სფეროები, პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ეს ჩვენ შესანიშნავად ვიცით, ყოველთვის ასე იყო და სიახლე მასში არაფერია. ყველა მიმართულებით ასეთი რეაქცია ამიტომ აქვთ. სპორტის მიღმა კულტურაშიც იგივე ხდება. 

რასაკვირველია, ეს არასასიამოვნოა, მაგრამ, მოსალოდნელი," - განაცხადა პოზნერმა. 

მოგეხსენებათ, რუსეთისა და ბელარუსის ნაკრები გუნდები მსოფლიოს 2023
წლის ჰოკეის ჩემპიონატიდან მოკვეთეს. პოზნერი კი პროპაგანდისტობას განაგრძობს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას სპეცოპერაციას უწოდებს. 

altვლადიმირ პოზნერი: მბაპე და პოგბა ფრანგები არიან - ზოგიერთების ლოგიკით პუშკინი ეთიოპელი იყო

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰე, ელარჯის მწელავებო სასწრაფოდ, თქვენი დახმარება ჭირდება ძია ვოვას. რაღას უცდით, ხომ ხედავთ იტანჯება კაცი
დინამოელი
21:03 28-05-2022
1

სიახლეები პოპულარული