თბილისში ყინულის სასახლე აშენდება

AutoSharing Option
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს:

"13 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკ ტარდიფმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას საქართველოში ყინულის ჰოკეის შემდგომი განვითარების მიზნით.

ამასთან, სპორტის მინისტრმა სტუმარს გაუზიარა სპორტის მოცემულ სახეობაში განვითარების სამომავლო გეგმები. კერძოდ, თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, 16 000 კვადრატული მეტრის
ფართობზე, სპორტის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, გეგმავს ყინულის ჰოკეისა და ფიგურული ციგურაობისათვის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის მშენებლობას. მინისტრის თხოვნის შესაბამისად, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნული ტერიტორია დღესვე მოინახულა და მას დადებითი შეფასება მისცა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყინულის მოედნის პროექტირებისას საერთაშორისო ფედერაცია სპორტის სამინისტროს ტექნიკურ კონსულტაციას გაუწევს და მოცემულ პროცესში მონაწილეობის მიღება ასევე ეთხოვება ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციას, რომ მხარეები ერთობლივად იზრუნებენ ყინულის ჰოკეის სახეობაში ქართველი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და მსაჯების საერთაშორისო ღონისძიებებში (შეჯიბრებები, შეკრებები, სემინარები და სხვ.) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოში ყინულის ჰოკეის სანაკრებო და საკლუბო დონეზე შემდგომი განვითარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე, ყინულის ჰოკეისადმი ინტერესის გაზრდასა და ქართველი სპორტსმენების შესაბამისი სტანდარტის ინვენტარით აღჭურვაზე".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩინებული მიზანდასახულობაა!
მერაბი
29 სექტემბერი 2022 13:30
0
მე იმ თობიდან ვარ, ვისაც ჰოკეი ძალიან უყვარდა და ელოდებოდა ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატებს.ვინ საბჭოთა კავშირს გულშემატკივრობდა, ვინ მის წინააღმდეგ. სსრკ-ს ნამდვილად ყავდა გენიალური ჰოკეისტები, მათ შორის ჩემთვის საყვარელი ანატოლი ფირსოვი. იცით რატომ შემიყვარდა? ერთერთ ინტერვიუში დაწერა: "ჰოკეი თავისი ბრძოლით, ენერგიით, ტექნიკით ყველაზე მეტად ქართველების სულს შეეფერებაო. თუ იქ გუნდს შექმნიანო, კარიერის მერე აუცილებლად წავალ და ვავარჯიშებო". პატარა ბიჭს შემიყვარდებოდა აბა რა იქნებოდა. ისე, ეს ყველაფერი რაგბსაც აქვს! და ვამტკიცებთ კიდევაც, რომ რაგბი ჩვენი თამაშია! იქნებ ჰოკეიც, ა? ვინ იცის?!
alexandre
14 ივლისი 2022 11:15
2
ჰოკეისთვის სასახლის აშენება რა თქმა უნდა მეტისმეტია, რადგან სასახლე მოჭიდავეებისთვის ვერ აგვიშენებია, რომლებსაც ქვეყანაში მედლების 80%-ზე მეტი შემოაქვთ, მაგრამ აქ ივარჯიშებენ ფიგურისტები, მათ ნამდვილად დაიმსახურეს ეს. სხვათაშორის მინისტრს მივწერე მათთვის დაეთმოთ ბიძინამ რომ ათიათასიანი საკონცერტო დარბაზი აჩუქა სამშობლოს, დღემდე უფუნქციოდაა და მის შენახვაზე ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, პასუხი არ მიმიღია, არადა ქოცების ხელისუფლებიდან წასვლისთანავე ამ უფუნქციო სასახლეს მარტივ მამრავლებად დაშლიან, ცოდვაა, მაგრამ მის შენახვაზე გადაყრილი მილიონებიც ცოდვაა.
ჟორა გაბრიჭიძე
14 ივლისი 2022 10:03
3
რას ნიშნავს ყინულის სასახლე? კანადაში და ა.შ.შ.-ში ჩვეულებრივ სპორტულ დარბაზებში არსებულ მოედნებზე ხდება ყინულის საფარის მოწყობა თამაშების ან შეჯიბრებების წინ. ამავე დარბაზებში ტარდება ჰოკეის, ფიგურული სრიალის, კალათბურთის, ჩოგბურთის და ა.შ. შეჯიბრებები. ამავე დარბაზებში ტარდება როკ-ჯგუფების და სხვა კონცერტები, პოლიტიკური ყრილობები და ა.შ. რატომ არ ხდება უკვე არსებულ სპორტულ დარბაზებში ყინულის საფარის ტექნოლოგიების დამონტაჟება, ზამბობის მანქანის შეყვანა? ყველა რეგიონში უნდა იყოს ერთი დარბაზი მაინც ყინულის საფარის საშუალებით. განსაკუთრებით კი ზამთრის კურორტებზე.
უეინ გრეცკი
14 ივლისი 2022 05:15
3
ქუთაისის ყინულის მოედანი გაიყინა?!
დასი
14 ივლისი 2022 04:13
3
რახან ამას მოვესწარი.კარგია ძაან.ჰოკეი ერთ-ერთი მაგარი სახეობაა სპორტის.
კახა ქ.
14 ივლისი 2022 00:07
3
კარგია ძალიან
მგელი
14 ივლისი 2022 00:00
2
კი,სასიხარულოა, ქარხანა ფაბრიკაში კი ჯობია.
Giusha3232
13 ივლისი 2022 20:13
3
ძალიან კარგია,მაგრამ უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო.სულ ცოტა კიდევ ერთი მსგავსი დარბაზი,დასავლეთ საქართველოშიც აუცილებლად გასაკეთებელია.
სოსო
13 ივლისი 2022 20:08
1
ჩინებულია,ფრიად სასიხარულო!!!
მერაბი
13 ივლისი 2022 20:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული