საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მშვილდოსნობის ფედერაციასთან გამართეს.

მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემ და გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა სამინისტროს ხელმძღვანელობას ფედერაციაში მიმდინარე პროცესები დეტალურად გააცნეს და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ხათუნა ნარიმანიძემ, რომელიც ამავდროულად საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ზაფხულის ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, გამოთქვა იმედი, რომ ქართველი მშვილდოსნები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ ასპარეზობას შეძლებენ.

შეხვედრაზე აღინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა, რის გარეშეც ფედერაციას ერთადერთი საწვრთნელი ბაზაც არ ექნებოდა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვილდოსნობის, როგორც სპორტის სახეობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ქეთევან ლოსაბერიძის სასახელო მიღწევების ფონზე, აუცილებელია, განვითარდეს ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, თბილისში, და ფედერაციამ შეძლოს მომავალი წლის იანვარში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რისთვისაც ყველა წინაპირობა უკვე არსებობს.

მოგეხსენებათ, ქეთევან ლოსაბერიძე დღემდე ერთადერთ ევროპელ ქალად რჩება, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა (1980), ამასთან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებულია.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა მშვილდოსნებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და ბათუმში მდებარე მშვილდოსანთა ბაზის მონახულების სურვილიც გამოთქვა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
წულუკიანმა საცხენოსნო ფედერაციას ცხენები გადასცა - 30 წლის მანძილზე პირველად
თბილისში ყინულის სასახლე აშენდება
თეა წულუკიანის სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში