ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 7 აგვისტოს კარატისტი გოგიტა არქანია ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაშიყაზახ დანიარ იულდაშევ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა .
შეგახსენებთ, რომ არქანიამ ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა აპონელ რიუტარო აგარასთან 2:3, მეორე კი თურქ აკტას უგურთან 1:3 დათმო, მესამე მატჩში კი გერმანელ ჯონათან ჰორნთან იმარჯვა.
ამრიგად, ჩვენებურ 2 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა, რაც სამწუხაროდ ნახევარფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ არქანიას ამ გამოსვლით ქართველმა სპორტსმენებმა 2020 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს.