მისი თქმით, ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები არ იცის, რადგან ადვოკატთან ჯერ არ უსაუბრია.
"გავოცდით, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვეთ. ვფიქრობ, ეს საქმე ასე არ დარჩება. ავთოს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. ჩვენ ის ვიცით, რასაც ტელევიზორში აცხადებენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი შვილი გაწირეს და არავის არ აინტერესებს. მათ შორის, არაფერს აკეთებს ხელისუფლებაც", - განაცხადა მაყვალა
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ხურციძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.
ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში" ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
წყარო: interpressnews.ge