"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 65 /
ავთო ხურციძეს

მე ვიგონებ ტყუილებს შე უნამუსო? P.C, Richard compani.(კარტერში) გურამის კომპანიაში რომ მიხვდეი და გაჭირვებულ წელში გადაწყვეტილ ქართველ ბიჭებს ფული რომ წაართვით ეს ტყუილია? ეგ რა კაცურიაა თუ ქურდულია? თავი რომ მოგაქვთ მანდ კიტრათ და კაპიკი რომ არაა თქვენი ფასი, მთელი ბრუკლინი იმიტომ იფურთხება თქვენზე და პირადად შენზე. საერთოდ არ გიცნობ და რა ჯავრი უნდა მქონდეს თავი გაატოკე. ის ბიჭებიც შემთხვევით გავიცანი და მერე რამოდენიმეს ვკითხე ისე დამეწვა გული იმ ბიჭებზე შე უნამისო, ვერ ვიჯერებდი იმიტომ ვიკითხე სხვებთანაც. გაგონილს არ გეუბნენბი პირადად ის ბიჭები დააკაჩავე ვისაც ველაპარაკე.
G.LA
21:02 29-04-2023
3
ვინც მე მლანძღავს და ათას სისულელეს მაბრალებს, უბრალოდ ადამიანის გარდა ყველაფერი ხართ! თქვენ რა იცით მე რა ფიზიკური, სულიერი თუ მორალური ტრავმა გადავიტანე? იცით არა!!!! ენით ადვილია ადამიანის დასამარება, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა, ეს მარტო მე ვიცი და ჩემმა ოჯახმა, სხვა არავინ. რამდენჯერ ვთხოვე ამერიკაში ჩვენს საელჩოს დახმარება, მაგრამ ვინ მოგაქცია ყურადღება? მიმატოვეს ყველანაირად მარტო. აცრუებული მაქვს გული ყველაფერზე! მიყვარს საქართველო, ჩემს გულშია, მაგრამ მაინც გული მტკივა....
ავთო ხურციძე.
16:05 29-04-2023
21

სიახლეები პოპულარული