ავთანდილ ხურციძის დედის კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

AutoSharing Option
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი შვილი გაწირეს და არავის აინტერესებს. მათ შორის, არაფერს აკეთებს ხელისუფლება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის დედამ, მაყვალა ხურციძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები არ იცის, რადგან ადვოკატთან ჯერ არ უსაუბრია.

"გავოცდით, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვეთ. ვფიქრობ, ეს საქმე ასე არ დარჩება. ავთოს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. ჩვენ ის ვიცით, რასაც ტელევიზორში აცხადებენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი შვილი გაწირეს და არავის არ აინტერესებს. მათ შორის, არაფერს აკეთებს ხელისუფლებაც", - განაცხადა მაყვალა
ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ხურციძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში" ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.



წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე როგორც ვიცი მას ედავებიან ვიღაცეების ცემას, რომლებსაც მაფია ფულს სძალავდა. მსოფლიოს ჩემპიონი რომ ვიღაცეებს ცემს აი მაგის გამო არ უშვებენ ციხიდაან. არსებობს ვიდეო როგორც ადრე თქვეს.მისმა ერთმა დარტყმამ შეიძლება კაცი მოკლას.
NATRO
29 მარტი 2018 14:05
3
რა ესაქმებოდა ქურდებთან და კრიმინალებთან?ევარჯიშა და ექნია მუშტები რინგზე,არც არავინ დაიჭერდა,სახელიც ექნებოდა,მაყუთსაც მოღუნავდა.იჯდეს ახლა ციხეში და რომ გამოვა არც არაფერი შერჩება ხელში,სხვებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს.
zas.
29 მარტი 2018 09:54
2
არ ვიცი დამნაშავეა ეს კაცი თუ არა, მაგრამ ყველა ქართველი აპრიორი მართალი და უდანაშაულო რატომ გგონიათ? როგორც წარსული და აწმყო არაორაზროვნად გვაჩვენებს - როგორც წესი ზუსტადაც რომ პირიქითაა
მიჩინიო
28 მარტი 2018 23:29
3
ეტყომა ეს ჩვენი მამულოები ძალიან დააბრმავა ამერიკის ბრჭყვიალებამ. მამულოს და მის თანამოაზრეებს ვურჩევდი ნახონ ფილმები ამერიკელთა კორუმპილებულობასა და უსამართლობაზე. ერთი ასეთი ფილმია იტალიელი რეჟისორის ალბერტო სორდის ფილმი "იტალიელი ამერიკაში".
Shoda
28 მარტი 2018 16:41
22
შესანიშნავი ფილმია!!! გმადლობთ, რომ გამახსენე...
tngh
28 მარტი 2018 19:57
3
ეს მამულო და მისი მსგავსნი ვინ არიან ნეტავ? ვაი ჩვენს მამულს ასეთები რომ მოუმრავლდა. ამ კაცს, მამულოს ამერიკა მართლა სამართლიანი ჰგონია!
Shoda
28 მარტი 2018 16:38
21
მესმის თქვენი ქალბატონო მაყვალა ხურციძევ, მაგრამ ეს ნიუ-იორკის სასამართლოა და არა ქართული,რომ უსამართლოდ ვინმე დააკავონ.მაყაშვილი ხომ გამოუშვეს,რატომ ავთო არ გაუშვეს?რა ავთოს ჯინი ქონდა ამერიკას?მე მალე განთავისუფლებას ვუსურვებ ავთოს.ისე არც ალ კაპონეს დედას ჯეროდა მისი შვილი მკვლელი რომ იყო და როცა გამომძიებელმა უთხრა,ეჭვი გვაქვს 7 კაცის მკვლელობის მონაწილეაო,ხელები გაასავსავა-არა,არა ჩემი ალი ისეთი სათნო და კეთილია მაგას როგორ იზამდაო.
mamulo
28 მარტი 2018 15:54
12
შენ ალბათ თავად ესწრებოდი კაპონეს დედასთან შეხვედრას და ხელების გასავსავებას არა?
მოწმეს
29 მარტი 2018 11:31
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული