თავდაპირველად, ქართველმა 3 რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო, თუმცა შემდეგ მეტოქემ ე.წ. "გილიოტინა" შეასრულა და მერაბმა წააგო.
აღნიშნულმა ეპიზოდმა კი კამათი გამოიწვია. მსაჯის გადაწყვეტილებით, დვალიშვილმა გონებმა ბრძოლის დასრულებამდე დაკარგა და ამიტომ მას ტექნიკური მარცხი გაუფორმა.
ქართველი ბრძოლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:
"გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს, რომ ჩემს და რიკი საიმონს შორის “რემატჩი” (განმეორებითი შეხვედრა) შედგება. UFC-ის პრეზიდენტმა (დანა ვაითი) დამირეკა, კომპანიის მენეჯერს, შონ
ცხოვრებაში პირველად წახალისება და სტიმული მომცეს თან ასეთი. ახლა უკვე დავიმსახურე ექვს წლიანი ემიგრაციაში ცხოვრების შემდეგ პირველად საქართველოში დაბრუნება, ჩემი ოჯახის ნახვა და ჩახუტება. ახლა უკვე აღარ მომიწევს სპორტის პარალერულად მშენებლობაზე მუშაობა და მხოლოდ სპორტს დაუთმობ მთელს დროს და ბოლომდე, კარგად მივიყვან ამ ჩემს დაწყებულ საქმეს", - აღნიშნა დვალიშვილმა.