15 სექტემბერს, UFC-ს სუპერმსუბუქი (61 კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა, ერთმანეთს ორი უძლიერესი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი (18-4) და ამერიკელი შონ ომალი (18-2) შეხვდნენ. ქართველმა "მანქანამ” მოწინააღმდეგე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და MMA-ის ისტორიაში მეორე ქართველი გახდა, რომელსაც UFC-ის ქამარი აქვს მოპოვებული.

მერაბის მომდევნო მეტოქედ რამდენიმე მებრძოლი შეიძლება ვივარაუდოთ. მათ შორის შონ ომალისთან რევანში, თუმცა დვალიშვილის შეთავაზების მიუხედავად, ამერიკელმა განაცხადა, რომ ის ოქტომბერში ოპერაციას იკეთებს. სუპერმსუბუქ წონაში წარმატებული სვლა აქვს უმსუბუქესი წონის (57 კგ) ყოფილ ჩემპიონს, დევისონ ფიგურედოს (24-3), თუმცა მისი და მერაბის დაპირისპირებაც უკვე ეჭვქვეშაა, რადგან ფიგურედოს ბრძოლა რუს პიტერ იანთან უკვე ჩაენიშნა. UFC-ის ყველაფერი იქით მიჰყავს, რომ მერაბი, დაღესტნელ მებრძოლს, უმარ ნურმაგამედოვს (18-0) შეხვდეს. ამის შესახებ მერაბმაც ისაუბრა: "მომავალ ბრძოლაზე საუბარი ჯერ ადრეა, UFC-ს სურს, რომ ჩემი მომავალი მეტოქე უმარ ნურმაგამედოვი იყოს, რადგან მათთვის ეს ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება". ცხადია მერაბი არ თვლის, რომ უმარი მასთან ბრძოლას იმსახურებს, რადგან ნურმაგამედოვის სიძლიერის მიუხედავად, TOP15-ში მხოლოდ ერთი მებრძოლი ჰყავს დამარცხებული. შეგახსენებთ, მერაბმა საჩემპიონო ბრძოლამდე 3 ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა.

სოციალური ქსელში (Twitter), მერაბი საუბრობს, რომ უმარი იტყუება და UFC-ის, მერაბთან ბრძოლა 2-ჯერ არ შეუთავაზებიათ დაღესტნელისთვის: "უმარ, ახლა განა მარტო უპატივცემულობას გამოხატავ, არამედ იტყუები კიდევაც. თუ UFC-მ ორჯერ შემოგთავაზა ჩემთან ბრძოლა, მაშინ აჩვენე ფანებს მაგის დამამტკიცებელი კონტრაქტები და თარიღები. მე შემომთავაზეს შენთან ბრძოლა ზუსტად მას შემდეგ, რაც პიოტრ იანი დავამარცხე, ხელი მოვიტეხე და მათი თქმით, შენთან 6 კვირის შემდეგ უნდა მებრძოლა. მე ვერბალურად დავეთანხმე ამ ბრძოლის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ მე ნომერ პირველი პრეტენდენტი ვიყავი, ხელმოტეხილი და შენ კი რანკინგების მიხედვით მხოლოდ მე-13. საბოლოო ჯამში ექიმი ჩაერია ჩემს გადაწყვეტილებაში და უარი მათქმევინეს ამ ბრძოლის მიღებაზე და მალევე ხელზე ოპერაციაც გავიკეთე. მაშასადამე გვანახე მეორე შემოთავაზების კონტრაქტი, რომელიც UFC-მ გამოგიგზავნა. თუ UFC სატიტულო ბრძოლას ფაქტობრივად გჩუქნის, მაშინ რატომ ლაპარაკობ ამდენ ნაგავს და თან ასეთი უპატივცემულობის ფონზე? - მე შენთან მოვრჩი, რადგან შენ იტყუები, შენ დაკარგე ჩემი პატივისცემა როგორც კაცმა და როგორც შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა, ახლა კი დაველოდები თუ რას მეტყვის UFC".

ცნობისთვის, მერაბს UFC-ში 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

"უმარ, ახლა განა მარტო უპატივცემულობას გამოხატავ, არამედ იტყუები კიდევაც" - რაზე საუბრობს დვალიშვილი სოციალურ ქსელში

პირველმა მერაბამ აგინა ქართველები
მ.ზ.
ხურციძე რამ გაამწარა?რას ერჩის ალალ მართალ მუშა,მასავით ემიგრანტ,ძლიერ ქართველს,დვალიშვილს,გასაგებია ემდურის საქართველოს ,ხალხისთვის,ნებისმიერი ქართველისათვის ვერგამგონე,ყრუ მთავრობას,მაგრამ მეორე ქართველმა,რა დაუშავა?ძმაო,ძმითა ხარ ძლიერი!ქართველთა,ჩვენს წინაპართა მონაპოვარი არაა?
Ზაზა
ისტორიულად, ჩრდილოეთ კავკასიელები(ინგუშების გარდა) ჩვენი მტრების მოკავშირეები იყვნენ და არიან. ესეც რიგითი "ლეკია", რატომ ელით ტურისგან სიკეთეს?!
გიორგი
არც საქმეში ეშლება მერაბს, არც სიტყვაში. კაცური კაცია.
დავით
მაგას ტყუილებს დონი და პუტინი ასწავლიან
გ.შ.
ფაფახიანებს)))

ამ ფაფახებში რას გვანან?
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ნურმაგომედოვი ნამდვილი ნაძირალაა" - დვალიშვილს UFC-ს ამერიკელი ჩემპიონი გამოექომაგა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...