"მე ამ ხალხზე პატრიოტი არავინ მეგულება... დღეს ზოგიერთებს კი გინდათ, ამ გმირ ხალხს ტალახი ესროლოთ!"

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

"მე ამ ხალხზე პატრიოტი არავინ მეგულება. დღეს ზოგიერთებს კი გინდათ ამ გმირ ხალხს ტალახი ესროლოთ... დაფიქრდით კარგად და გააანალიზეთ, რას იტყვით ხოლმე...

ps. ეს ბიჭები კიდევ ბევრჯერ ასახელებენ საქართველოს მსოფლიოს მასშტაბებით", - წერს დვალიშვილი.

Sportall.Ge

alt"როგორც ვიცი, პუტინი და კადიროვი დაესწრებიან ბრძოლებს... მინდა,

მათ ცხვირწინ აღვმართო და ავაფრიალო ქართული დროშა!"

altექსკლუზივი. მერაბ დვალიშვილი: ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე გამეძლო

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

მკითხველის კომენტარები / 20 /
შენც ამათნაირი ხარ ბიჭო?
status quo
20 აგვისტო 2018 09:23
3
ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ ჩემთვის ამ ფორმაციის თავისუფალ მოჭიდავეთა ნაკრები აღარ არსებობს. რა, პატარა ბავშვები არიან და არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ? არც მაგათი მედლები მინდა და არც მაგათი გამარჯვებები. თუ რამეს მიაღწიეს, მხოლოდ საკუთარი თავითვის და არა ქვეყნისთვის. არა და ჭიდაობის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ.ეს დვალიშვილიც ეტყობა დიდი ვერაფერი პატრიოტია.
გიორგი
20 აგვისტო 2018 15:51
4
ცუდია,როცა ადამიანები ასე ექცევიან საკუთარ ქვეყანას,მაგრამ უფრო ცუდია,როცა ასეთ საქციელს ამართლებენ. ვის უნდა ეგეთი ჩემპიონები?! რა გირჩევნიათ,რომ გყავდეთ 1000 მსოფლიო ჩემპიონი თუ საქართველო იყოს ერთიანი და ძლიერი? ამ კითხვაზე უპასუხეთ და მიხვდებით,რა დააშავეს ამ ხალხმა. მეგობრობა ორ ეროვნებას შორის მშვიდობიანობის დროს მოსულა,მაგრამ როცა ტყვია გავარდება,ეგ მეგობარი უკვე მტერია. მოგეხსენებათ,რომ ტყვია დიდი ხანია გავარდნილია და ყოველი ასეთი ნაბიჯი ღალატია საქართველოსი. ეს ეხება ყველა მოჭიდავეს,მსახიობს,მხატვარს,მომღერალს და ფერმერს. დღეს საქართველო სამოარ სიტუაციაშია და მტრის დროშის ფრიალი,სულში ჩაფურთხებაა საკუთარი ხალხის. ომში კი შენი მეგობარი შენ გვერდზე მდგომი ქართველია და არა რუსი,არა ოსი და არა თურქი. ანწუხელიძესაც შეეძლო,რომ გადაევლო საქართველო დროშისთვის და მერე ბოდიში მოეხადა,მაგრამ ეს არ გააკეთა,რადგან ამით საომარ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას სულში არ ჩაფურთხა და ჩვენ ამით გავიმარჯვეთ,რადგან ანწუხელიძის დარი ბიჭები მოკლეს მარა ვერ დაამარცხეს. ჩვენ ბრძოლა წავაგეთ,მაგრამ ომი გრძელდება. ამ ხალხმა თავისი საქციელით კიდევ ერთი ბრძოლა წაგვაგებინეს. შეუძლიათ,კიდევ 1000 მედალი მოიგონ,მაგრამ ვერასოდეს დადგებიან ქართველი წინაპრების დიდების დარბაზში. მიუხედავად ყველაფრისა,ჩვენ მაინც შევძლებთ რუსების გარეკვას ქვეყნიდან და მერე მოღალატეებსაც მივხედავთ. დავმშვიდეთ ქართველებო,რადგან ორად გაყოფა არ გვარგებს და ჯერ გარე მტერი გვყავს მოსაშორებელი და მერე მათაც მივხედავთ.
სხვათა თუთაშხია
20 აგვისტო 2018 10:57
0
პატრიოტებო ომის შემთხვევაში წითელ ხიდზე არ გნახოთ ბუჩქებიდან გამოდით დაგთვალოთ .
samtredski
19 აგვისტო 2018 21:30
11
ალბათ შენც იქ იყავი ბუჩქებში თორე სხვას როგორ ნახავდ. პატრიოტიზმი გეთაკილიება შე მატრიოშკა?
irakli81
20 აგვისტო 2018 02:50
1
აი შენდათავად ვინც არ იბრძოლოს ის იყოს ჟირინოვსკი. მოსულა? დამცინავად რო წერ იმ ხალხზე ვისაც ელემენტარულად გული შეგვტკივა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი გმირების ხსოვნაზე
niko
19 აგვისტო 2018 23:43
3
მაიმუნების დოღი-აქ კომენტარი ზედმეტია-არც სინდისუი,არც ნამუსი და არც თავმოყვარეობა.ბოდიშებს რაში იხდიან?
vep1963
20 აგვისტო 2018 11:05
0
შეიძლებ დაუფიქრებლად მოუვიდეს ვინმეს და ამაზე ბოდიში მოიხადოს,თუმცა როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი აკეთებს გაუნათლებელი ადამიანის განცხადებას და იძახის,რომ ბიჭები რასაც უნდა იმას ჩაიცმევენო უკვე გაანალიზებულად ჩადენილ საქციელს გავს,რაც არ მინდა დავიჯერო,რადგან იმხელა სიხარული მაქვს მიღებული ამ ბიჭების მოღვაწეობით,რომ რაღაც დონეზე გაფერმკრთალდება. ,,შენი ოჯახის სახე ხარ ოჯახს გარეთ და შენი ქვეყნის დესპანი ქვეყნის გარეთო".
თორნიკე
20 აგვისტო 2018 13:51
1
ჩემთვისაც აღარ არსებობს მოჭიდავეთა ნაკრები
ასი პროცენტით ვეთანხმები გიორგის
20 აგვისტო 2018 16:56
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული