სამი კვირის წინ ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემა CrimeRussia-ს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შულაიას თარჯიმანმა განუცხადა.
ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა.
"შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ ("ჩაქუჩა") დაუჭირა. რიცხობრივი უპირატესობა ლათინოამერიკელების მხარეს იყო, რომლებმაც შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის
CrimeRussia-ს წყაროს ინფორმაციით, ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შულაია და ხურციძე კარცერში მოათავსეს.
ავთანდილ ხურციძე: ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ
სავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ - აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა
წყარო: ipn.ge