ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს

AutoSharing Option
აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს.

სამი კვირის წინ ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემა CrimeRussia-ს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შულაიას თარჯიმანმა განუცხადა.

ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა.

"შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ ("ჩაქუჩა") დაუჭირა. რიცხობრივი უპირატესობა ლათინოამერიკელების მხარეს იყო, რომლებმაც შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის
შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს გამოცემა.

CrimeRussia-ს წყაროს ინფორმაციით, ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შულაია და ხურციძე კარცერში მოათავსეს.

altავთანდილ ხურციძე: რავარი მაგარი "პადერჟკა" სცოდნიათ რუსებს. საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ

altავთანდილ ხურციძე: ახლა მოემზადეთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ

altსავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ - აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
დაუნგრია კარიერა ამ შულაიამ, ბიჭო ჩაქუჩ როდის მოხვალ აზრზეეე
ბრუკლინი
28 აგვისტო 2018 23:04
2
Vai tqvens patrons ra dzmakacoba icit saertod ra xilia an qartveloba ...Genacvale marjvenashi avto. Jer erti qartvels miexmara romlebic ertad arian dzmakacoben da qurdebs ucxadebs solidarobas es adamiani tavis kacobis da sarcmunobis cinaagmdeg ar midis zogiertisgan gansxvavebit solidaroba avtos da shulaias gaumarjos yvela vashkac qartvels 2-15 cinaagmdeg genacvalet jigarshi kacebo
Emigranti
28 აგვისტო 2018 22:32
23
მალე ამერიკის ციხეში ქურდული პალაჟენია დამყარდება,გააშავებენ ამერიკას და მერე ნახეთ ზანგი თუ გახდა ქურდი...
ზას.
28 აგვისტო 2018 20:19
8
ავტორ, მაგას რასაც აღწერთ ცემა ქვია. თუ "კაი" ბიჭის ნაცემობა ტეხავს და უპრავებთ? რუსებმა რატომ არ უშველეს ნეტა?
ჯონდო
28 აგვისტო 2018 17:35
4
ჯიგარი ხარ. იმრავლოს შენმა გვარმა.
Гио
28 აგვისტო 2018 16:34
8
ასეთია კრიმინალების ბედი. აი ასეთები ჰყავს პუ"წ"ინს საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული შიდა არეულობისთვის, არამარტო 15 ლარიანები.
დათო30
28 აგვისტო 2018 16:25
6
Aki kriminaliarvaro da hven gvabralida miss daheras.
Bajo
28 აგვისტო 2018 12:26
10
აბა არ უნდა ეჩხუბა და ლაჩარივით უნდა დაეხია უკან თუ რას იძახი?
Doqi
28 აგვისტო 2018 16:33
10
ჰო შენ "გაბრალიდა":), ვაი შენს პატრონს!
emigranti
28 აგვისტო 2018 15:25
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული