დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე

AutoSharing Option
უკვე ამ კვირას, 23 თებერვალს, აშშ-ში, კერძოდ კი, ლას-ვეგასში, ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსნები WBC-ის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან. ამერიკელი დეონტეი უაილდერი, რომელიც WBC-ის ჩემპიონია, ტიტულის დაცვას ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან მეორედ შეეცდება. პირველმა ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მსაჯებმა 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ განაჩენად ფრე გამოიტანეს.

გთავაზობთ მომავალი ბრძოლის შესახებ სხვა მოკრივეების მიერ გამოთქმულ პროგნოზებს:

დევიდ ჰეი: "ჩემს თავში ბევრჯერ ვიმეორებდი სხვადასხვა სცენარს. ჩემი გული უაილდერის დარტყმის ძალისკენ იხრება. ვფიქრობ, დამანოკაუტებელი დარტყმა მიაღწევს ფიურიმდე."

შუგარ რეი ლეონარდი: "მე ვიცი, რომ ფიურის აქვს კრივის შესანიშნავი
უნარები და შესაძლებლობები, ასევე, უძლიერესი ყბა, რის ხარჯზეც წინა ბრძოლაში ორჯერ წამოდგა. თუმცა უაილდერი სულ ფორმაშია და ის გამოიყენებს თავის სისწრაფესა და ძალას, რომ საქმე მალე დაასრულოს."

მენი პაკიაო: "არასდროს ჩამოხვიდეთ ფსონს პანჩერის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ისეთი პანჩერის, როგორიც უაილდერია. მას ისე ვუყურებ, როგორც მაიკ ტაისონს. ვფიქრობ, რემატჩს უაილდერი მე-10 რაუნდში მოიგებს."

ენტონი ჯოშუა: "ვფიქრობ, ფიური მოიგებს. პირველ მატჩში ეს თითქმის შეძლო და ახლა იმავე შეცდომებს აღარ დაუშვებს."

ლარი ჰოლმსი: "უაილდერი ფიურის მე-7 ან მე-8 რაუნდში დაანოკაუტებს, თუ იმას გააკეთებს, რაც საჭიროა: დაუხვედრებს ფიურის ჯებს თავის მარჯვენას."

პოლ მანილიაჯი: "ფიური ქულებით მოიგებს, მაგრამ ეს ბრძოლა ორ საუკეთესოს შორის არის და ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს."

ევანდერ ჰოლიფილდი: "მე უაილდერს ვირჩევ, თავისი თავდაჯერებულობის და დიდებული ფორმის გამო. ასევე, მან ბევრად მოუმატა და უკეთ თვლის რაღაცებს."

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბრძოლის ორივე მონაწილე, მინიმუმ, 30 მილიონ დოლარს მიიღებს. უშუალოდ ჩხუბის ანაზღაურება 5 მილიონი დოლარი იქნება, თუმცა მოკრივეები ჯამში 30 მილიონს მაინც გამოიმუშავებენ. აღნიშნულ თანხას ტელეტრანსლაციიდან შემოსული ფულის გარკვეული პროცენტი, რომელიც მცირე ოდენობის ნამდვილად არ იქნება.

altკოკაინი და 30-დოლარიანი ბ*ზები - რას აპირებს ფიური ვაილდერთან მატჩის შემდეგ

altტაისონ ფიური: დღეში 7-ჯერ ვმასტურბირებ

altტაისონ ფიური უაილდერს: ბომჟო, შენმა ცოლმა და შვილებმაც იციან, რომ დაგამარცხე; იცოდე, კიდევ დაგამარცხებ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
კი ორჯერ დააეცა მაგრამ ორჯერვე ადგა.და თუ ვინმემ უყურა მაგ ჩხუბს ააშკარაა იყო ფიურის უპირატესობა.თორმეტიდაან ცხრა რაუნდი მუგოო.....ფიური ნამდვილი ჩემპიონია
Buxrika
21 თებერვალი 2020 20:24
0
Fiuri orjer agoraves ringze da rato iko eg fre arvici, exlac mougebs uailderi
Milani
21 თებერვალი 2020 18:28
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული