მოკრივემ ცოლისა და მეგობარი გოგონას "სწორად ცემის" ვიდეო დადო და ლიცენზია დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრიტანეთის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ, ბილი ჯო სონდერსმა გასულ დღეებში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მეუღლის ან მეგობარი გოგონას "სწორად ცემას ასწავლიდა". ვიდეოს დიდი კრიტიკა და ნეგატივი მოჰყვა. მოგვიანებით ბილიმ ის წაშალა და ბოდიში მოიხადა, თუმცა ბრიტანეთის კრივის საბჭომ მოკრივეს დროებით ლიცენზია შეუჩერა.

"სისულელე გავაკეთე. რაც შემიძლია ახლა, ისაა, რომ წავშალო ვიდეო და 25 ათასი ფუნტი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ შევწირო. ძალიან სისულელე იყო და ვნანობ კიდეც, თუმცა მოსახდენი მოხდა. ამ ვიდეოს შემდეგ ბევრი მუქარა მივიღე, სადაც ჩემი ცოლისა და შვილების სიკვდილით
მემუქრებიან. ვერ დავდებ პირობას, რომ აღარასდროს დავუშვებ შეცდომებს. მე ასეთი ვარ. არ მიმიღია განათლება და ამ შეცდომებს სპეციალურად არ ვუშვებ. სიმართლე გითხრათ, ეს ვიდეო იმიტომ დავდე, რომ მხიარული მეგონა, თუმცა ასეთი არ აღმოჩნდა." - განაცხადა ბილი ჯომ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
აფსუს ჩაქუჩა თორე ხო ასწავლიდა ჭკუას
თორნიკეე
12:32 31-03-2020
1

სიახლეები პოპულარული