თუ მე და ალი შევხვდებოდით - მაიკ ტაისონმა ალი-ტაისონის ბრძოლას წერტილი დაუსვა

AutoSharing Option
მძიმე წონის ექს-ჩემპიონმა და ლეგენდარულმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა აღიარა, რომ თუ ის ლეგენდარულ მუჰამედ ალის შეხვდებოდა, დამარცხდებოდა კიდეც.

"სავარაუდოდ, მე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიგებდი თუ ჩემი და ალის ბრძოლა ფენტეზის რაღაც ჟანრი იქნებოდა. ნამდვილ ბრძოლაში ვერ მოვუგებდი. ალი - ყველა დროის ყველაზე დიდებული მებრძოლია." - განაცხადა ტაისონმა.

განსხვავებული აზრი აქვს, მსოფლიოს ამჟამინდელ ჩემპიონს ენტონი ჯოშუას. ბრიტანელი თვლის, რომ ტაისონს ჰქონდა მუჰამედ ალის დასამარცხებლად ზედგამოჭრილი ტექნიკა. იხილეთ სტატია ქვემოთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც ჯუმბერამ თქვა უბანში:
ყური იმიტომ მოაჭამა რო *** ვერ მოაჭამაო.
ზ.კალორია
10 ივნისი 2020 14:20
0
ბრავო მაიკ!!!
ამ კითხვას კი ვერასდროს გაეცემა სწორი პასუხი
gio
13 აპრილი 2020 16:12
1
ორივე ნადირი მოკრივე იყო ორივე თავის ეპოქის . როგორც პელე და მარადონა ფეხბურთში.
ტეტე1234
11 აპრილი 2020 23:20
1
ტაისონი წესიერი კაცი ყოფილა,არ გააბანძა ლეგენდა.
status quo
11 აპრილი 2020 19:35
0
და არც თავის თავი....
მიროსან
12 აპრილი 2020 02:22
0
ტაისინისგან არ მოველოდი ამხელა სითავმდაბლეს. ეს კაცი ამაღლდა ჩემს თვალში. ამასთანავე მე ვთვლი რომ 50/50-ზე იქნებოდა.
თენგიზ გაბიძაშვილი
11 აპრილი 2020 19:34
0
ძალიან ძლიერი და თავმდაბალი სპორტსმენია
რაინდი
11 აპრილი 2020 18:41
0
კასიუს კლეი, ანუ მუჰამედ ალი. კაცი ლეგენდა, მის ლეგენდებზე გავიზარდეთ. ამბობდნენ მისი მოქნეული მუშტი ჰაერში ბუზზზს კლავსო, ისევე როგორც პაიჭაძეზე დადიოდა ლეგენდა, მეკარედ მაიმუნი დაუყენეს, დაარტყა და მაიმუნი გახიაო.
ეეეხ რა დრო იყო, როდესაც მათზე ვსაუბრობდით, ბავშვებს ზღაპაში გვეგონა თავი...
ორი ლეგენდა, ისევე, როგორც პელე და მარადონა.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
11 აპრილი 2020 16:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული