WBC-ის ჩემპიონი მძიმე წონაში, ბრიტანელი ტაისონ ფიური, თვლის, რომ თავის თანამემამულესა და WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონზე, ენტონი ჯოშუაზე ძლიერი დარტყმა აქვს.
"პროფესიონალი მოკრივე გავხდი 19 წლის ასაკში. გამოდის, რომ ბიჭი ვიყავი და კაცების წინააღმდეგ ვატარებდი ბრძოლებს. ჯოშუა პროფესიონალურ კრივში გადმოვიდა 20 წლის ასაკის შემდეგ. კაცი იყო და კაცების წინააღმდეგ ჩხუბობდა. თუ მე დავიწყებდი პროფკრივს 25-26 წლის ასაკში, ყველა იმას დავანოკაუტებდი, ვისთანაც მსაჯების გადაწყვეტილებებით მოვიგე.
მე არ ვარ ის მოკრივე, ვინც მძიმე დარტყმებს ისვრის, იმიტომ, რომ მოქნილი ვარ. ჩემს უკანასკნელ
ბრძოლაში ყველაზე ძლიერად დამრტყმელი პანჩერი დავანოკაუტე. ენდი რუისი არ არის პანჩერი, მაგრამ მან ჯოშუა დაანოკაუტა. მე ჯოშუაზე ძლიერი დარტყმა მაქვს. არიან მოკრივეები, ვინც ჩემთანაც სპარინგობდა და ენტონისთანაც. ისინიც ამბობენ, რომ მე უფრო ძლიერად ვურტყამ. თუმცა საქმე ის არაა, ვის აქვს ძლიერი დარტყმა. მთავარია, ვინ უფრო ოსტატია. ჩემს 12-წლიან კარიერაში არასდროს დავმარცხებულვარ, ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა ვარ." - განაცხადა ფიურიმ Queensbury Promotions-თან საუბარში.