სისხლის სმა, ხარების ცემა, ცეკვები - მებრძოლების ვარჯიშების ყველაზე უცნაური მეთოდები

AutoSharing Option
ნებისმიერ მებრძოლს დროთა განმავლობაში, გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ვარჯიშის საკუთარი მეთოდიკა უყალიბდება. თუმცა ზოგიერთის იმდენად განსხვავებული და მიუღებელია, რომ ეფექტური შედეგის მომტანი არ არის. დღეს მოგიყვებით ვარჯიშების ყველაზე გიჟურ მეთოდებზე, რომლებსაც სხვადასხვა ცნობილი მებრძოლი იყენებდა. სპოილერი: ელოდეთ მსუბუქ შოკს.

უმრავლესობისთვის უცნობი და, ალბათ, წარმოუდგენელია, თუმცა ლეგენდარული ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი ბალეტის გაკვეთილებზე დადიოდა. მძიმეწონოსან მოკრივეს ბალეტი ბალანსისა და ფეხების მუშაობის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა. 

Пьют кровь, бьют быков и убегают от собак: необычные методы тренировок боксеров

ზოგადად, ცეკვები საკმაოდ კარგი ვარჯიშია. კრივის ვირტუოზი ვასილი ლომაჩენკო ბავშვობიდან დადიოდა ლათინოამერიკულ ცეკვებზე. ასევე, "შუგარ" რეი რობინსონი გამოცდილი მოცეკვავე იყო.
აღსანიშნავია, რომ რობინსონი ძროხისა და ხარის სისხლს სვამდა და ამტკიცებდა, რომ ეს სისხლი მის ამტანობას რიგიანად აუმჯობესებდა. 

Пьют кровь, бьют быков и убегают от собак: необычные методы тренировок боксеров

არჩი მური რობინსონის მეთოდისგან შორს არ იყო. არჩი სტეიკს ღეჭავდა და ცდილობდა ხორცის წვენი გამოეწურა და მხოლოდ ის გადაეყლაპა. მოკრივის თქმით, ასე ის ხორცის ყველა სასარგებლო ნივთიერებას ზედმეტი კალორიების გარეშე იღებდა. 

Пьют кровь, бьют быков и убегают от собак: необычные методы тренировок боксеров

ჯორჯ ფორმანი არ სვამდა სისხლს და არ ცეკვავდა, თუმცა ჯანის გასაზრდელად მხრებზე ძროხებს შემოიგდებდა და ისე დადიოდა. რობერტ ფიცსიმონსი კი ცხენს აშინებდა და მის მოქნეულ ჩლიქებს იცილებდა. 

ვასილი ლომაჩენკო თავის სავარჯიშო ბანაკში მთელ რიგ უცნაურ და კომპლექსურ დავალებებს აკეთებს: მოკრივე 5 წუთით იკავებს ჰაერს, თამაშობს დომინოს, ხსნის თავსატეხებს, რათა გონების სიმახვილე შეინარჩუნოს. 

ლეგენდარულ მუჰამედ ალისაც ჰქონდა თავისი მეთოდიკა. ის სირბილის დროს მძიმე ჩექმებს იცვამდა და რამდენიმე ათეულ მილს დარბოდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
შუგარ რეი რობინსონი კი არა, რეი ლეონარდი, შუგარ მეტსახელია და შაქარს ნიშნავს, ასე რომ, შუგარ რეი ლეონარდი ბატონებო, ეს არ უნდა გეშლებოდეთ, იმდენად დიადია ლეონარდი, მეორე ქვემძიმე წონის უძლეველი მოკრივე, ეს ყველაზე პრესტიჟული წონაა აბსოლუტურის შემდეგ!!!...
რას მიედ-მოედებით
06 ნოემბერი 2020 12:17
7
გამარჯობა, მადლობა რომ კითხულობთ ჩვენ საიტზე. "შუგარ" რეი ლეონარდი სხვა მოკრივეა, "შუგარ" რეი რობინსონი - სხვა. ორივე დიდი მოკრივეა, თუმცა აქ სწორედ რომ რეი რობინსონს ვგულისხმობდით.
Sportall
06 ნოემბერი 2020 12:46
0
შუგარ რეი ლეონარდიც იყო მოკრივე და შუგარ რეი რობინსიონიც, ასე რომ არ შეშლიათ
დათო
06 ნოემბერი 2020 13:55
0
ყველა გამოხმაურება
რეი რობინსონიც იყო მოკრივე და მეტსახელი ,,შუგარი" მასაც ჰქონდა
ალექს
07 ნოემბერი 2020 23:16
0
1952 წელს მოკრივის კარიერის შემდეგ შოუ ბიზნესში დაიწყო მოღვაწეობა რობინსონმა, ასე რომ თავად მიედ მოედებით:)
aleksandre
06 ნოემბერი 2020 15:13
1

სიახლეები პოპულარული