პუტინისტი სპორტსმენი უკრაინელ ჩემპიონებზე: ტყეები სავსეა თქვენიანების ცხედრებით

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების პუტინისტმა მოჩხუბარმა ალეკსანდრ შლემენკომ ალექს ლიუტიკოვის იუთუბ არხთან მიცემულ ინტერვიუში უკრაინელ მოკრივეები - ოლეკსანდრ უსიკსა და ვასილი ლომაჩენკოს სამშობლოს დასაცავად ომში ჩართვის შესახებ ისაუბრა. 

შლემენკომ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე რუსი ოკუპანტების მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელებში განათავსა. რის შედეგადაც, შლემენკოს ფოლოუერთა რიცხვი ინსტაგრამზე 10 000-ით შემცირდა.

"ვიცი, რომ ლომაჩენკომ და უსიკმა ხელში იარაღი რუსების წინააღმდეგ აიღეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, ნებისმიერ ადამიანს მივმართო, როცა რამეს ამბობ, კარგად უნდა დაფიქრდე და უფრო მეტად უნდა იფიქრო, როცა რაღაცას აკეთებ. განსაკუთრებით იმ
ადამიანებს შეეხება, რომლებიც საზოგადოებირი აზრის ლიდერები არიან. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ომში ისე წასვლა, როგორც ეს ლომაჩსნკომ და უსიკმა გააკეთეს, შიშველი უკანალით ტანკზე ჯდომას მაგონებს. 

ეს არც 50-იანი და არც 60-იანი წლებია. თან ვიდეოები გადაიღეს და ხალხს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდეს. ამის შედეგი ხომ ვნახეთ?! ტყეები დახოცილი უკრაინელებით სავსეა. 

კონკრეტულად უსიკსა და ლომაჩენკოს კი ერთი რამ შემიძლია ვუსურვო, დაე ცოცხლები გადარჩნენ. ბიჭებო, შეინარჩუნეთ ოჯახები, ჯანმრთელობა და თუ იარაღს ხელი მოჰკიდეთ, სისულელეები არ გააკეთოთ. 

სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდა მათ სხვებს მაგალითი მისცენ, რადგან ისინი სულით რუსი ბიჭები არიან, ბრძოლის ჟინი ზუსტად ჩვენნაირი აქვთ," - თქვა შლემენკომ. 

კრივის მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა ოლეკსანდრ უსიკმა ბრიტანეთი დატოვა და სამშობლოს დასაცავად უკრაიანში დაბრუნდა. მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ვასილი ლომაჩენკო, კი სატიტულო ბრძოლისთვის მომზადების მაგივრად, უსიკის მსგავსად უკრაინის თავდაცვის არმიაში ჩაეწერა. 

მკითხველის კომენტარები / 8 /
სად ნახა ნეტა უკრაინული ტყე და მითუმეტეს უკრაინელი ჯარისკაცი რა საინტერესოა რო არა ცაში დომინირება 2-3 დღეში გელოდათ ის ბედი 16 დღეა გასული და 1 გრამი უპირატესობა არ გაქვთ იმიტო ბომბავთ მშვიდობიან ხალხს რო გატყდნენ არადა პირიქით გამრავლდნენ რეზერვი 100 ათასი იყო გეგმით და 200 ათასია ჯაველინებით რო ბოლომდე შეიარაღდები უკრაინის ჯარი აი მერე ვის ექნება საქმე დასათვლელა ვნახოთ
ნოდო
13 მარტი 2022 09:38
13
არადა თვითონაც უკრაინელია გვარით
ზვიო
13 მარტი 2022 00:34
3
ეგენი ყველა სლავებია და მონათესავე ერეია არადა მაგრად კი წაეკიდნენ ერთმანეთს .
zurabi
13 მარტი 2022 10:19
7
თავხედობასაც საზღვარი აქვს! თვალები გვაქვს და ვხედავთ ვისი მკვდრებითაც არის სავსე უკრაინის ტყეები და არამარტო ტყეები,ყველანაირად ცდილობენ პუტინი და პუტინისტები დამალონ ის დანაკარგი რომელსაც ყოველდღიურად იღებენ მათ შორის ესეთი არაკაცური მეთოდებით!
1111
12 მარტი 2022 23:13
6
არცუნდა დაიცვან კი არა გაათმაგებული და გაასმაგებული ჟინით იცავენ და დაიცავენ ბოლომდე გამარჯვებამდე! დღეის მდგომარეობით 1300 მეომარი დაკარგა უკრაინამ რუსი ორკები 12000 ნეიტრალიზებული 6000მკვდარი დნარჩენი დაჭრილი დატყვევრბული!რაც უკრაინელების თავგანწირვაზე ერთობაზე და პროფესიონალიზმმზე მიუთითებს!
1111
13 მარტი 2022 14:04
3
არც უკრაინელი იქნება ცოდა გარდაცვლილი, მაგრამ რა ამით, სამშობლო აღარ უნდა დაიცვან, რადგანაც სიცოცხლის რისკი დგება?
დათო
13 მარტი 2022 01:30
2
ჯერ კიდევ აზრზე არა ხართ რა სიძულვილი გელით მთელი მსოფლიოსაგან, თაობები ვერ ჩამოირეცხავს თქვენს ფაშიზმს და ღორობას. ეს კიდევ კლასიკური ღორი რუსის მაგალითია.
F
12 მარტი 2022 22:40
4
არაკაცი
Giusha3232
12 მარტი 2022 20:43
5

სიახლეები პოპულარული