ოკუპანტ რუსეთთან ბრძოლაში მრავალი უკრაინელი სპორტსმენი ჩაერთო, რომელთა შორის კრივში მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ვასილი ლომაჩენკოა. ის სატიტულო ბრძოლისთვის მომზადების ნაცვლად 27 თებერვალს ოდესის ოლქის თავდაცვის არმიაში ჩაეწერა.
თუმცა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი იგორ ლაპინი მიიჩნევს, რომ ლომაჩენკოს ძალისხმევა საკმარისი არაა და საინფორმაციო სივრცეში ბრძოლისკენაც მოუწოდებს.
"ბიჭო, შენ ან ტრუსი ჩაიცვი, ან ჯვარი მოიხსენი. "ინსტაგრამზე" 2.1 მილიონი ხელმომწერი გყავს. აქაც გინდა და იქაც??? ასეთი "შპაგატისგან" საზარდული გაგებზარება. ოკუპანტებთან ომზე მთელ მსოფლიოს სიმართლე მოუყევი. დაეხმარე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. საინფორმაციო ომიც ომია.
იყავი მებრძოლი... ვიდრე ავტომატით არ მუშაობ, სოციალურ ქსელში იმუშავე. ნუ ცუღლუტობ, ნუ იქნები მეძავი", - წერს ლაპინი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.