პუტინისტი სპორტსმენი უკრაინელ ჩემპიონებზე: ტყეები სავსეა თქვენიანების ცხედრებით

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების პუტინისტმა მოჩხუბარმა ალეკსანდრ შლემენკომ ალექს ლიუტიკოვის იუთუბ არხთან მიცემულ ინტერვიუში უკრაინელ მოკრივეები - ოლეკსანდრ უსიკსა და ვასილი ლომაჩენკოს სამშობლოს დასაცავად ომში ჩართვის შესახებ ისაუბრა. 

შლემენკომ აღნიშნული კომენტარის გაკეთებამდე რუსი ოკუპანტების მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელებში განათავსა. რის შედეგადაც, შლემენკოს ფოლოუერთა რიცხვი ინსტაგრამზე 10 000-ით შემცირდა.

"ვიცი, რომ ლომაჩენკომ და უსიკმა ხელში იარაღი რუსების წინააღმდეგ აიღეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, ნებისმიერ ადამიანს მივმართო, როცა რამეს ამბობ, კარგად უნდა დაფიქრდე და უფრო მეტად უნდა იფიქრო, როცა რაღაცას აკეთებ. განსაკუთრებით იმ
ადამიანებს შეეხება, რომლებიც საზოგადოებირი აზრის ლიდერები არიან. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ომში ისე წასვლა, როგორც ეს ლომაჩსნკომ და უსიკმა გააკეთეს, შიშველი უკანალით ტანკზე ჯდომას მაგონებს. 

ეს არც 50-იანი და არც 60-იანი წლებია. თან ვიდეოები გადაიღეს და ხალხს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდეს. ამის შედეგი ხომ ვნახეთ?! ტყეები დახოცილი უკრაინელებით სავსეა. 

კონკრეტულად უსიკსა და ლომაჩენკოს კი ერთი რამ შემიძლია ვუსურვო, დაე ცოცხლები გადარჩნენ. ბიჭებო, შეინარჩუნეთ ოჯახები, ჯანმრთელობა და თუ იარაღს ხელი მოჰკიდეთ, სისულელეები არ გააკეთოთ. 

სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდა მათ სხვებს მაგალითი მისცენ, რადგან ისინი სულით რუსი ბიჭები არიან, ბრძოლის ჟინი ზუსტად ჩვენნაირი აქვთ," - თქვა შლემენკომ. 

კრივის მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა ოლეკსანდრ უსიკმა ბრიტანეთი დატოვა და სამშობლოს დასაცავად უკრაიანში დაბრუნდა. მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ვასილი ლომაჩენკო, კი სატიტულო ბრძოლისთვის მომზადების მაგივრად, უსიკის მსგავსად უკრაინის თავდაცვის არმიაში ჩაეწერა. 

მკითხველის კომენტარები / 8 /
სად ნახა ნეტა უკრაინული ტყე და მითუმეტეს უკრაინელი ჯარისკაცი რა საინტერესოა რო არა ცაში დომინირება 2-3 დღეში გელოდათ ის ბედი 16 დღეა გასული და 1 გრამი უპირატესობა არ გაქვთ იმიტო ბომბავთ მშვიდობიან ხალხს რო გატყდნენ არადა პირიქით გამრავლდნენ რეზერვი 100 ათასი იყო გეგმით და 200 ათასია ჯაველინებით რო ბოლომდე შეიარაღდები უკრაინის ჯარი აი მერე ვის ექნება საქმე დასათვლელა ვნახოთ
ნოდო
09:38 13-03-2022
13
არადა თვითონაც უკრაინელია გვარით
ზვიო
00:34 13-03-2022
3

სიახლეები პოპულარული