უსიკმა უკრაინა დატოვა და ჯოშუასთან რემატჩისთვის ემზადება, კლიჩკო სპორტსმენის გადაწყვეტილებას ეხმაურება

AutoSharing Option
უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა, დაადასტურა, რომ სამშობლო დატოვა და ენტონი ჯოშუასთან გასამართი რემატჩისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, მებრძოლს ბრიტანელთან ორთაბრძოლა გაზაფხულზე ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გეგმები შეიცვალა. 35 წლის უსიკი მშობლიურ ქვეყანაში ჩავიდა, იარაღი აისხა და ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლა დაიწყო.

"გადავწყვიტე, ენტონი ჯოშუასთან რემატჩისთვის მზადება დავიწყო. მეგობრების დიდი ნაწილი მხარს მიჭერს, დანარჩენს მშვიდობა არ მოგკლებოდეთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

ასე უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ვიდრე ავტომატით კიევის გარშემო სირბილით. ჩემმა მეგობრებმა მხარი დამიჭირეს. უკრაინა, ყველაფერი კარგად იქნება"
- წერს უსიკი.

ოლექსანდრის გადაწყვეტილებას ვიტალი კლიჩკო გამოეხმაურა:

"მაქვს გეგმები, რაზედაც მას უნდა დაველაპარაკო, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლას გადაწყვეტს. ეს იქნება განსაკუთრებული გზავნილი, რასაც ის უკრაინიდან წაიღებს. რთულია მისთვის გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს, თუმცა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ელჩისგან დროშის აღმართვამ და ჰიმნის გაჟღერებამ შესაძლოა უკეთესი შედეგი მოიტანოს. დიახ, ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. ომის დაწყებიდან მოყოლებული, ეკონომიკა ნადგურდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ადამიანს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ" - განაცხადა ვიტალიმ.

მომზადებულია thesun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
იბრძვის,ცდილობს სამშობლოს გამოადგეს,ჩემი აზრით ბრძოლის ველზე უფრო საჭირო იყო,ადამიანური მაგალითი იყო, ახალგაზრდა სამშობლოს თავისუფლების დამცველთათვის,უკვე დაეცა ბევრი უკრაინელი სპორტსმენი მათ შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები,ოკუპანტი ქვეყნის სპორტსმენები კი ამერიკაში თამაშობენ და მხოლოდ ქაქანებენ პატრიოტებივით.ან კიდევ უვლით აღორებულების მაგალითი, ჩვენი მსახიობები რომ წაუწვნენ მტერს ეგაა კაცობა.მაგალითად ყიფშიძემ რომ ისევ ჩაურუსულა და რუსულ ფილმში იანიჩარში ,რომ ადიდებს რუსეთს,რუსი "პოპის" როლში,საბჭოთა დროშიც ხომ გაწოლილი იყო შოვინისტ გერასიმოვის ფილმებში მონაწილეობით,ბლატით რომ შეტენეს გამყიდველმა ვაი ქართველმა წაკუზულმა მტრის მიერ რუბლისტმა ვითომ ეროვნულმა არტისტების პლეადამ,დიდების ვარსკვლავები დღესაც რომ უქვითკირდებათ და უკვე აქვთ რუსთაველზე და ქართულ პანთეონებში განისვენებენ უღირსი,მუდმივად მონები სხვათა,აი ესაა,რაც ვართ და რასაც ვიმსახურებთ, უვარგისი გამზრდელ გაზრდილები.მონობა გრძელდება,საუბედუროდ ეროვნული გმირები,ანწუხელიძისნაირნი ცოტა ღა შემოგვრჩა ქართველებსს,ვნადგურდებით ჩვენსავე სიმხდალით მტერთა წინაშე....
მუმლი მუხასაო....
11:09 28-03-2022
39
ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია უსიკს. მან ყოველ დღე პირობითად 2-3 რუსიც რომ გაანადგუროს ბრძოლაში, ვერავინ ვერაფერს გავიგებთ. მის გამარჯვება რინგზე ახლა ბევრად მნიშვნელოვანია. მან და არა მარტო მან ყველა უკრაინელმა სპორტსმენმა, ხელოვანმა, გამოჩენინმა მოღვაწეებმა ყველამ უნდა ასწიონო მაღლა უკრაინის დროშა, ყველგან სიტყვა თქვან, რომ ამით თავის ერსაც შემატონ უფრო მეტი ძალა და საერთაშორისო არენაზე თავისი სიტყვა დააფიქსირონ. ამას კი მისი რინგზე გამარჯვება უფრო მეტად წაადგება, ვიდრე ავტომატით სირბილი.
G.LA
13:00 29-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული