რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ სუპერ საშუალო წონით კატეგორიაში არგენტინელი ვიქტორ ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

ბრძოლა ნიუ-იორკში გაიმართა. შეგახსენებთ, 44 წლის სპორტსმენი საქართველოს სახელით აღარ ასპარეზობს.

პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ხურციძემ 38 ბრძოლა გამართა და აქედან მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ავთანდილს 34 მოგებასთან ერთად 2 ფრეც აქვს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჩაქუჩამ" 34-დან 23 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.

შეგახსენებთ, ხურციძე რინგს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ქართველ სპორტსმენს ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა და სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა.

alt"ბოდიშს გიხდით,

მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

alt42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაღუპა ეს ბიჭი ფსევდოქუთაისურმა შავმა გაგებამ,რასაც გაუნათლებობის სინდრომიც დაემატა.
Status quo
01 ივნისი 2024 11:38
4
ტვინიც რომ ქონოდა ცოტა დიდ წარმატებას მიაღწევდა და ასე არ გაანიავებდა თავის შესაძლებლობას.
G.LA
01 ივნისი 2024 16:01
5
როგორც სპორტსმენს ძალიან ძლიერი მონაცემები და თვითნაბადი ნიჭი აქვს, სამწუხაროა რომ მისმა ხასიათმა შეაფერხა თორემ ძალიან დიდი ალბათობით ჩემპიონი იქნებოდა, იქნებ კიდევ ქონდეს შანსი. ახლა საქართველოს სახელით იმიტომ არ გამოდის, რომ მისი დონის სპორტსმენს, როდესაც ააპატიმრებენ სამშობლოს დიპლომატიური სამსახურები რაღაც ფორმით მაინც უნდა ჩაერთონ საქმეში და სამართლებრივი დახმარება მაინც უნდა აღმოუჩინონ.
ნიკა
01 ივნისი 2024 11:00
11
ხასიათიც კარგი აქვს. ეს ცუდ წრეში ჩავარდნამ და იმ უშნო მენტალიტეტმა დაღუპნა, დღემდე რომ ღუპავს ქართველ ახალგაზრდებს.
demetre
01 ივნისი 2024 13:26
0
როგორც მოკრივე,მებრძოლო მართლაც დიდებულია.მიხარია ამდენი წლის შემდეგაც და ამ ასაკში რომ არ ნებდება და საყვარელ საქმეს აკეთებს.
ერთი არ მესმის ოღონდ:სამშობლოს რაზე შემოსწყრა?!
მაო
01 ივნისი 2024 10:43
1
თავისი უტვინობით დაემართა რაც დაემართა. ახლა გაბოროტებულია ყველაზე და ყველაფერზე. მისი აზრით ყველა დამნაშავეა მასთან, დვალიშვილიც და მთელი საქართველოც.
ხვიჩა
01 ივნისი 2024 11:00
7
შეეძლო დიდების დარბაზში შესცლა..ბებრს არაქვს ასეთი მონაცემები..ჟინი..თუმცა სამწუხაროდ როგორც ბევრ ქართველ ფეხბურთელს ამასაც კარიერა გააუფერულა ვიღაცეებმა..წარმატებები
კიეზა
01 ივნისი 2024 10:53
1
Soplis turniria
Pele
01 ივნისი 2024 22:48
2
მაგარი გული მწყდება .
ფედო
01 ივნისი 2024 19:04
1
რა ქნა ეს კაცო, მისალმებაც არ დააცალა ისე დააგდო უსულოდ.
ჟორა
01 ივნისი 2024 20:25
0
ტრაკშიგაიკეთოს თავისი მოგებები მაგ ბოღმის ბუკეტმა!
Levan
02 ივნისი 2024 11:38
2

სიახლეები პოპულარული