"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 68 /
მართალია, როცა ქვეყნის ხელისუფლებაზე ბრაზდები, სამშობლოს ზურგი არ უნდა აქციო, არც მე მომეწონა უარი, რომ თქვა მოქალაქეობაზე, მაგრამ რა მიკვირს იცით, მიშამ, რომ უარი თქვა და თან უკრაინის ტელევიზიებში ყველგან აშაყირებდა "გრძელკეპკიან ქართველებს" და თან იმას იძახოდა უკრაინელი ვარ და ქართველები თავზე დაჯ...ს ღირსიაო და მერე აქ 30-50 ათასიან მიტინგებს აწყობდნენ გამოუშვით გარეთ ბოლომდე უნდა მოუტ..ს საქართველოს ყველაფერიო ეგ როგორ არის ამიხსენით? ავთანდილ ჯიგარო, აქ ზოგი მხარს გიჭერს ზოგიც ილანძღება მე არ გიცნობ და არც არავის მხარეს მოვიწონებ, უბრალოდ რაკი თქვი საქართველოს სახელით აღარ გამოვალ და საქართველოს დროშით არ ვიჩხუბებო, ერთ რჩევას მოგცემ, ეს არც პირობის დარღვევა იქნება და როცა რინგზე კიდევ გამოხვალ და მოიგებ, ქუთაისის დროშა შემოატარე ამერიკის რინგებს. მგონი ბევრს მოეწონება, ვინც ნაწყენია შეიძლება ცოტა გულიც მოუბრუნდეს შენსკენ.
რეალობა
18:27 01-06-2024
2
ავთო ხურციძეს

მე ვიგონებ ტყუილებს შე უნამუსო? P.C, Richard compani.(კარტერში) გურამის კომპანიაში რომ მიხვდეი და გაჭირვებულ წელში გადაწყვეტილ ქართველ ბიჭებს ფული რომ წაართვით ეს ტყუილია? ეგ რა კაცურიაა თუ ქურდულია? თავი რომ მოგაქვთ მანდ კიტრათ და კაპიკი რომ არაა თქვენი ფასი, მთელი ბრუკლინი იმიტომ იფურთხება თქვენზე და პირადად შენზე. საერთოდ არ გიცნობ და რა ჯავრი უნდა მქონდეს თავი გაატოკე. ის ბიჭებიც შემთხვევით გავიცანი და მერე რამოდენიმეს ვკითხე ისე დამეწვა გული იმ ბიჭებზე შე უნამისო, ვერ ვიჯერებდი იმიტომ ვიკითხე სხვებთანაც. გაგონილს არ გეუბნენბი პირადად ის ბიჭები დააკაჩავე ვისაც ველაპარაკე.
G.LA
21:02 29-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული