"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს, ცნობილი გახდა ყოვლად შემზარავი და ნებისმიერი სპორტსმენისთვის მიუღებელი ფაქტი. სამწუხაროდ, ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრამიანს გამოუვლინდა აკრძალული პრეპარატების მოხმარების შემთხვევა. მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული დოპინგ-სემინარისა თუ სხვადასხვა გაფრთხილებისა, მსგავსი ფაქტი ჩვენს სპორტულ ოჯახში მაინც დაფიქსირდა. მძლეოსნობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გმობს სპორტში აკრძალული პრეპარატების გ
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ბენიკ აბრამიანს ბოლო საკონტროლო შემოწმება ჩაუტარდა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს, სადაც გამოუვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეიდან ფედერაციამ დაიწყო შესწავლა და გამოკვლევა, თუ საიდან ან რა ვითარებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში. გუნდის დაბრუნებისთანავე მოხდება უშუალოდ სპორტსმენთან, მწვრთნელთან, გუნდის ექიმთან დეტალურად საკითხის გარკვევა და ამა წლის 13 აგვისტოს გაიმართება გამგეობის საგანგებო სხდომა. სხდომაზე მიღებულ იქნება უმკაცრესი გადაწყვეტილებები, როგორც სპორტსმენის, ასევე ყველა სავარაუდო მონაწილე პირის მიმართ.
კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს და ვგმობთ მსგავს ქმედებებს სპორტულ სამყაროში. იმედია, ეს იქნება ბოლო, უმძიმესი ფაქტი ქართული მძლეოსნობის ისტორიაში."
შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს სამი სახის აკრძალული ნივთიერების გამოყენება აღმოუჩინეს და ბირთვის კვრაში შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.