ყველასგან დავიწყებული ქართველი "ჰალკი" - "მოგების შემდეგ ყაზახს 100 000$-იანი "ტოიოტა" აჩუქეს, მე ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა" [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მეტსახელად "ჰალკმა", 14 სექტემბერს ჩინეთში გამართულ მკლავჭიდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის ნახევარფინალში ყაზახი კადირგალი ონგარბაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 8 დეკემბერს რუს ვიტალი ლალეტინს შეხვდება.

ლევანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ არავის გახსენებია, თუმცა - არც წასვლამდე.

primetime.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი "ჰალკი" ამბობს, რომ 1 სპონსორიც კი ვერ იპოვა.

"ისრაელში უფრო კარგად დამხვდნენ, ვიდრე საქართველოში. იქაური სპორტის ფედერაცია და კერძო კლუბები გადამყვნენ თავზე. ყაზახ ჩემპიონს რომ მოვუგე, სამშობლოში დაბრუნებულს ისეთი დახვედრა მოუწყვეს, შემშურდა. პირველი
ტურის გამარჯვების შემდეგ ყაზახ სპორტსმენს სპორტის ფედერაციამ 100 000-დოლარიანი Toyota land cruiser-ის მარკის ავტომობილი და ცხენი გადასცა საჩუქრად, ბილბორდებზე მისი ფოტოები გამოაკრეს. რომ მოეგო, ალბათ, ერთ "უბანს" აჩუქებდნენ. მე რომ საქართველოში დავბრუნდი, ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა.

კიდირგალი ონგარბაევს ჩემთან საბრძოლველად, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე, ხუთი მწვრთნელი ამზადებდა. ჩინეთის ტურზე კი ყაზახეთის სპორტის მინისტრმა გამოაცილა. მე კი თბილისში, გაუსაძლის სიცხეში შემწვარ კარტოფილზე ვვარჯიშობდი.

ერთი თეთრითაც არავინ დამიდგა გვერდით. ჩემმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მეგობრებმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მოიარეს და არც ერთი არ დაინტერესდა ჩემით", - განაცხადა ლევანმა "პრაიმ ტაიმთან" საუბარში.

"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ კომენტარში ქართველი მკლავჭიდელი სხვა საკითხებზეც საუბრობს.

"ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამოვდივარ, ფინალში გავედი და არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ მეგობრები დამხვდნენ. არავის დაურეკავს, არავის მოულოცავს, არც სპორტის სამინისტროდან, საერთოდ არსაიდან და რომ არ დაგიმალოთ, მეწყინა. დავიცდი ჯერ კიდევ, დაველოდები და თუ არაფერი შეიცვალა, წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ. სხვა გამოსავალი არ მაქვს".

ამ ყველაფრის ფონზე კი, ლევანმა შესანიშნავად ჩაატარა ბრძოლა ყაზახი მკლავჭიდელის წინააღმდეგ და არანაირი შანსი არ მიუცია მისთვის.

"საწყის რაუნდებში მინდოდა, ლევანი დამეღალა და მერე მეცადა მოგება. ეს იყო ჩემი სტრატეგია, თუმცა ის ძალიან კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ყველამ იცის, რამდენად ძლიერი მეტოქეა ის. საგინაშვილთან გამართული შეხვედრიდან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, მომავალში დადგება ის დღე, როცა მის დამარცხებასაც შევძლებ", - უთხრა ონგარბაევმა armpower.net-ს.

ლევანს კი ყაზახი სპორტსმენისგან განსხვავებული აზრი აქვს.

"შეხვედრის დროს მუდმივად გაურბოდა ბრძოლას. არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც მასთან წავაგებ, ის ჩემ დამარცხებას ვერასდროს შეძლებს.

რაც შეეხება ფინალს, თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ვიტალი ლალეტინსაც იმავე ანგარიშით დავამარცხებ - 6:0", - თქვა ლევანმა armpower.net-თან ინტერვიუში.


ტოპ-8-ის ბოლო, ფინალური რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება. იმედია, იქამდე ლევანის მიმართ, გულშემატკივრების გარდა, სხვა ძალებიც გამოიჩენენ ყურადღებას და გვერდით დაუდგებიან სასახელო ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელიც თავის საქმეში ნამდვილი ჩემპიონია და მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელი გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ჰმ, და სხვა ქვენის სახელიტ რომ გამოვიდეს იტყვიან მერე მოღალატეაო! წადი შვილი ტავს მიხედე
hm
04 იანვარი 2020 20:55
0
წადი სანამ დროაშენს გვერდით ვიქნებით, გული არ გაიტეხო,გიკვირს ასეთი ამბები აქ?
ზაზა.
09 დეკემბერი 2019 14:12
0
პარტია შექმენი ლევან და 2020 გაიმარჯვებ. ხმას მოგცემ.
მეოცნება
16 ოქტომბერი 2019 11:04
4
წადი!
წადი! თორემ ხომ ხედავ?
საქართველოში შანსი არა გაქვს, თუნდ იალბუზი მოიკიდო ზურგზე და აფრიკაში ჩაიტანო.
აი ესეთი მაგრები და კარგები ვართ ქართველები!!!
კ ო მ ბ ლ ე
15 ოქტომბერი 2019 20:34
2
არსადაც არ წახვიდე სწორედ მაგას უნდათ რომ მიაGწიონ დარჩი საქართველოში და იბრზოლე
grigoli1408
14 ოქტომბერი 2019 12:30
3
მაინდამაიც ოლიმპიურ სახეობაში უნდა გამოდიოდეს ადამიანი რომ დავაფასოთ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მკლავის მფლობელი მძინე წონაში ქართველია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია, მეტი რაღა უნდა ქნას ამ კაცმა. ფედერაციის პრეზიდენტად მაინც დანიშნეთ და ის ხელფასი მას მიეცით სხვანაირად თუ ვერ ეხმარებით.
ხვიჩა
13 ოქტომბერი 2019 01:19
0
ხალხო, ყველა, ვინც რამე სასიკეთოს აკეთებს ქვეყნისთვის, თავს გრძნობს დაუფასებლად. თქვენს ირგვლივ მიმოიხედეთ, რამდენი ასეთი დაუფასებელი კაცი დადის ჩუმად. სამაგიეროდ ვიღაც ჩინოვნიკი 5 დღეში 29000 ლარს ხარჯავს როუმინგში და ვიღაც 5000$-ს ავტომომსახურებაში. რამე უნდა ვქნათ, თორემ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
...
12 ოქტომბერი 2019 09:29
1
ჯაჭვლიანი რომ ეყოლება ფედერაციის პრზეიდენტად, მეტი ცუდი რაღა უნდა გაუკეთონ ამ კაცს. ელემენტარულად აეროპორტში დახვდი, გააშუქე, ცოტაც დააფასე, სტიმული მიეცი, ბოლობოლო თაობები მოდიან, მაგ სპორტში დაუფასებლობას თაობათა ჩავარდნა მოყვება. ფეხბურთში არაფერი გამოდის და ტენიან ფულებს მაინც. აქ კიდე სადაც გამოდის იქ ...
სან დრო©
11 ოქტომბერი 2019 20:20
1
წასი ძმაო სხვაგან წადი,ამას გულისტკივილით ვამბობ მარა სიმართლეა,აქ არაინტერესებთ სპორტი გარდა იმ სახეობებისა რომლებზეც ტოტალიზატორის მეშვეობით ჩაწყობა და მაყუთის მოხსნა შეიძლება...არ შეალიო შენი ჯანი აქაურობას აზრი არაქ,წადი სხვაგან სცადე ბედი და უეჭველი დაგიფასდება,იმდენ ყურადღებას მაინც მოგაქცევენ რომ სპორტიდან წასვლის შემდეგ შენნაირი ახალგაზრდები აღგაზრდევინოს....წადი აქედან თუგაქ შანსი,ესქვეყანა ჭაობს წარმოადგენს რომელიც პირველრიგში მონდომებულ,ენთუზიაზისტ ხალხს ჭამს.
Temuri
11 ოქტომბერი 2019 17:43
11
აშშ-ში ხელის გულზე გატარებენ! ამერიკაში ქართველობას კიდევ უფრო ა მ ა ყ ს გახდი! - რა გესაქმება კრემლის ფრთხალ ვაჭარ ებრაელი გუბერნატორის და მათი ,,ყვარყვარეების,, საქართველო- რუსულ გუბერნიაში ?! როცა ერი გ ო ნ ე მოვა , ბრძოლას დაიწყებს და მოიშორებს ამ კრემლის ვაჭრებს, მერე შეიძლება ...
გლახუნა
11 ოქტომბერი 2019 17:35
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული