ქართველი ჰალკი! - ლევან საგინაშვილმა მსოფლიოს TOP 8-ში გამოცდილი მეტოქე მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აპრილს მალაიზიაში მკლავჭიდელთა შორის მსოფლიოს ტოპ 8-ის ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებს ლევან საგინაშვილი მეტსახელად "ქართველი ჰალკი.

საგინაშვილი მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერ მკლავჭიდელ ამერიკელ ტიმ ბრესნანს შეხვდა, თუმცა 6:0 დაამარცხა, რასაც პრინციპში ექსპერტები ელოდნენ კიდეც. შეხვედრამდე მათ გამოთქვეს აზრი, რომ ბრესნანი კი არის გამოცდილი მკლავჭიდელი, მაგრამ საგინაშვილი შეხვედრას 6:0-ს ან 5:0-ს მოიგებდა. როგორც ხედავთ ექსპერტების პროგნოზი ახდა.

ამ პროგნოზის საფუძველი სპეციალისტებმა მარტივად ახსნენს - ლევანი ძალიან ძლიერია და ბრესნანის გამოცდილება და ტექნიკა ვერაფერს დააკლებს.

ამით საგინაშვილმა ნახევარფინალის საგზური
მოიპოვა, სადაც რუს ვიტალი ლალეტინის შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 121 000 დოლარია. გამარჯვებული 50 000 დოლარს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლალეტინი ზოგადად ძლიერია მარა დღეს არ მგონია ლევანის კონკურენტი იყოს. საერთოდ მაგ ტურნირზე არავინ არაა ჰალკის კონკურენტი. არ არის ძლიერი ტოპ 8, ლარატი არ იღებს მონაწილეობას, ზოხი ეხლა მოვიდა აზრზე ავარიის შემდეგ, პუშკარი გარდაიცვალა და ციპლენკოვს რაც შეეხება ინსულტამ ხია მგონი ასე რომ დღესდღეობით უკონკურენტოა საგინაშვილი
ერე
16:37 12-04-2019
0
ძალაც კი არ დაუხარჯავს ზედმეტად, ასეთ დონის მკლავჭიდელს ასე რომ გააუბედურებ ზნაჩიტ დონე ხარ!!!! გილოცავ და იმედი მაქვს გაამართლებ ჩემ პროგნოზს რუსთან! პ.ს. ხელს მოანგრევს ლალეტინს!!!!
მიშა
22:59 06-04-2019
0

სიახლეები პოპულარული