ყველასგან დავიწყებული ქართველი "ჰალკი" - "მოგების შემდეგ ყაზახს 100 000$-იანი "ტოიოტა" აჩუქეს, მე ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა" [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მეტსახელად "ჰალკმა", 14 სექტემბერს ჩინეთში გამართულ მკლავჭიდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის ნახევარფინალში ყაზახი კადირგალი ონგარბაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 8 დეკემბერს რუს ვიტალი ლალეტინს შეხვდება.

ლევანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ არავის გახსენებია, თუმცა - არც წასვლამდე.

primetime.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი "ჰალკი" ამბობს, რომ 1 სპონსორიც კი ვერ იპოვა.

"ისრაელში უფრო კარგად დამხვდნენ, ვიდრე საქართველოში. იქაური სპორტის ფედერაცია და კერძო კლუბები გადამყვნენ თავზე. ყაზახ ჩემპიონს რომ მოვუგე, სამშობლოში დაბრუნებულს ისეთი დახვედრა მოუწყვეს, შემშურდა. პირველი
ტურის გამარჯვების შემდეგ ყაზახ სპორტსმენს სპორტის ფედერაციამ 100 000-დოლარიანი Toyota land cruiser-ის მარკის ავტომობილი და ცხენი გადასცა საჩუქრად, ბილბორდებზე მისი ფოტოები გამოაკრეს. რომ მოეგო, ალბათ, ერთ "უბანს" აჩუქებდნენ. მე რომ საქართველოში დავბრუნდი, ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა.

კიდირგალი ონგარბაევს ჩემთან საბრძოლველად, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე, ხუთი მწვრთნელი ამზადებდა. ჩინეთის ტურზე კი ყაზახეთის სპორტის მინისტრმა გამოაცილა. მე კი თბილისში, გაუსაძლის სიცხეში შემწვარ კარტოფილზე ვვარჯიშობდი.

ერთი თეთრითაც არავინ დამიდგა გვერდით. ჩემმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მეგობრებმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მოიარეს და არც ერთი არ დაინტერესდა ჩემით", - განაცხადა ლევანმა "პრაიმ ტაიმთან" საუბარში.

"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ კომენტარში ქართველი მკლავჭიდელი სხვა საკითხებზეც საუბრობს.

"ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამოვდივარ, ფინალში გავედი და არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ მეგობრები დამხვდნენ. არავის დაურეკავს, არავის მოულოცავს, არც სპორტის სამინისტროდან, საერთოდ არსაიდან და რომ არ დაგიმალოთ, მეწყინა. დავიცდი ჯერ კიდევ, დაველოდები და თუ არაფერი შეიცვალა, წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ. სხვა გამოსავალი არ მაქვს".

ამ ყველაფრის ფონზე კი, ლევანმა შესანიშნავად ჩაატარა ბრძოლა ყაზახი მკლავჭიდელის წინააღმდეგ და არანაირი შანსი არ მიუცია მისთვის.

"საწყის რაუნდებში მინდოდა, ლევანი დამეღალა და მერე მეცადა მოგება. ეს იყო ჩემი სტრატეგია, თუმცა ის ძალიან კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ყველამ იცის, რამდენად ძლიერი მეტოქეა ის. საგინაშვილთან გამართული შეხვედრიდან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, მომავალში დადგება ის დღე, როცა მის დამარცხებასაც შევძლებ", - უთხრა ონგარბაევმა armpower.net-ს.

ლევანს კი ყაზახი სპორტსმენისგან განსხვავებული აზრი აქვს.

"შეხვედრის დროს მუდმივად გაურბოდა ბრძოლას. არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც მასთან წავაგებ, ის ჩემ დამარცხებას ვერასდროს შეძლებს.

რაც შეეხება ფინალს, თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ვიტალი ლალეტინსაც იმავე ანგარიშით დავამარცხებ - 6:0", - თქვა ლევანმა armpower.net-თან ინტერვიუში.


ტოპ-8-ის ბოლო, ფინალური რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება. იმედია, იქამდე ლევანის მიმართ, გულშემატკივრების გარდა, სხვა ძალებიც გამოიჩენენ ყურადღებას და გვერდით დაუდგებიან სასახელო ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელიც თავის საქმეში ნამდვილი ჩემპიონია და მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელი გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
საქართველოსი ალბათ მკლავჭიდის ფედერაცია იქნება თავისი პრეზიდენტით საბჭოთი და ათეულობით თანამსრომლით რომელმაც მისი სახელიც კი არ იცის სამაგიეროდ მაგისი მიღწევებით ბიუჯეტის ფულს კარგად ხაპავენ სირცხვილია!!!!
11 ოქტომბერი 2019 16:44
0
ეს დედააფეთქებული, რა გვჭირს? ლევანი აღიარებულია როგორც უძლიერესი სპორტის ამ სახეობაში. რა მნიშვნელი აქვს, არის პროფესიული თუ არა - მკლავჭიდს ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს მთელ მსოფლიოში და ლავანი კიდე მეფეა ამ სპორტის. მე პირადად ძალიან გამიკვირდა, რომ არცერთი სიუჟეტი არ მიუძღვნეს ამ შესანიშნავ კაცის მაგარ გამოსვლას.
წავა და მერე იამაყეთ - ქართული წარმომავლობის ჩემპიონი გვყავსო.
ალექსანდრე
11 ოქტომბერი 2019 16:28
2
ღირსეული, საამაყო და თავმდაბალი კაცია ლევანი.
ioane
11 ოქტომბერი 2019 15:37
1
თავმდაბალი ვითომ ?

ეხლა ჩვენს სპორტში ცოლების გამოხტომებია მოდაში და ამის ცოლიც ხომ არაფერს დაწერს ფეისბუქში მისი ქმრის გენიალურობაზე და იმაზე რომ მთელი საქართველო მის წინააღმდეგაა?
გიორგი
12 ოქტომბერი 2019 10:45
22
არა ერონული და ანტი სახეობრივი ხელისუფლება რომ გვყავს , ანუ მტრის- კრემლის დასმული, რომლის ერთადერთი მიზანია არასრულფასოვანი კომპლექსის გაჩენა , ერში ნიჰილიზმის დათესვა, ერის დემორალიზება- დეზორგანიზება , ერში განისაზღვრელი - უნიკალური ნიჭის , უნარის, შესაძლებლობების, თავისუფლება -სამართლიანობისათვის გენეტიკური მისწრაფების ჩ ა ხ შ ო ბ ა -ერის გათითოკაცებულ ნახირად ქცევა -მისი სახელმწიფოს - რუსულ გუბერნიად გადაქცევა - ეს ყველაფერში და ყოველგან უკვე თვალსაჩინოა და სანამ ერი არ ან ვერ მოიშორებს ამ ცინიკოს, ანუ ვაჭრების, მსტოვრების და ,,ყვარყვარეების,, - ხელისუფლებას, მანამ არანაირი პერსპექტივა ა რ იარსებებ - როგორც ერის, ისე მისი სახელმწიფოს განვითარება - განბმტკიცების! - ფ ა ქ ტ ი -2012 წლიდან უ კ ვ ე 700 000 ქართველი იძულებული შეიქმნა გასული ამ გუბერნია- საქართველოდ და ეს პროცესი მხოლოდ შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი ა(?!) ანუ ა რ ა ნ ა ი რ ი პერსპექტივა ა ღ ა რ არსებობს!- ასე რ თ უ ლ ი გასაგებია მე-8-ე ,,სუპერ ,, წელს ?!
გლახუნა
11 ოქტომბერი 2019 15:27
12
რომ იძახის სხვა ქვეყნის სახელით გამოვალო აი ნახავთ რომელიმე აზიური ქვეყნის ან რუსეთის სახელით გამოვა. ევროპის არცერთი ქვეყანა არ დაუფინანსებს კომერციულ ტურნირს.
giorgi
11 ოქტომბერი 2019 14:47
49
გიორგი, დარწმუნებული ხარ?)))
კიდევაც დააფინანსებენ და კიდევაც დააფასებენ. ეს ჩვენ ვართ ძაან მაგარი მინძრეულები თუ არა უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი და სხვები მაგარი ლოხები არიან)))
წარმოდგენა გაქვს მაინც რამდენი ადამიანი ხედავს კაცს, რომელსაც ფაქტიური კონკურენტი არა ყავს მსოფლიოში და ეს კაცი საქართველოს დროშით გამოდის. ამაშიცაა საქმე.
თუ არა და რა ჩემს ფეხებად უნდათ მკლავჭიდის ფედერაცია და ის პარაზიტები, ვინც იქ ზის?
ალექსანდრე
12 ოქტომბერი 2019 01:08
1
გული არ გაიტეხო ლევან. მეც არაფერი დამიფასეს (რა თქმა უნდა შენნაირი წარმატებული სპორტსმენი არ ვარ მაგრამ მაინც). ყველამ ფეხებზე რომ დამიკიდა და უნდოდათ უფასოდ მემუშავა ყველგან, უმიტომ რომ პატრონი არ მყავს. მაგიტომ წავედი საზღვარგარეთ. აქ ყველაფერი დამიფასეს. მიხარია ახლა ეს? კი თავიდან მხაროდა, ახლა არა. იმიტომ რომ "ტეხავს" საკუთარ ქვეყანაში რომ ვერ იჩენ თავს უპატრონობის გამო
თემო
11 ოქტომბერი 2019 14:32
1
ამერიკაში ყველა მკლავმჭიდელს დღის სამუშაო აქვს და სპორტით ვერ ირჩენენ მარტო თავს. თვითონ იფინანსებენ თავს და დადიან შეჯიბრებებზე. ბევრს ვიცნობ აქ და არავის არავინ არ აფინანასებს და ჩუქნიან არაფფერს.
niko
11 ოქტომბერი 2019 14:17
25
მაგარი კაცი...!!!
Mozambiki
11 ოქტომბერი 2019 14:10
2
ლევან გაუძელი შენი დროც მოვა.. ხალხიც დაგაფასებს და მთავრობაც.. წარმატებები ლომო...!
Mozambiki
11 ოქტომბერი 2019 14:08
1
ხომ არის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაცია? ან რა უნდა იყოს იმაზე სასახელო, რომ ასეთი თანამშრომელი გყავს? რატომ არ ინტერესდებიან ფირმები ასეთი გენიალური ხალხით? ამაზე უკეთესი რეკლამა რა უნდა იყოს ფირმისათვის?
ჟორა გაბრიჭიძე
11 ოქტომბერი 2019 14:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული