ქართველმა "ჰალკმა" "ტოპ 8" მოიგო და დადასტურებულად მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ტოპ 8 რაუნდის წაუგებლად მოიგო და დამსახურებულად ატარებს მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელის სტატუსს.

ლევანმა ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა და ტოპ 8-ის პირველი შეჯიბრიც უპრობლემოდ მოიგო.

ლევანმა პირველ წრეში ამერიკელ "მოხუც" ტიმ ბრესნანს ასევე 6:0 მოუგო. მეორე წრეში, რომელიც ნახევარფინალი იყო, მსგავსი ანგარიშით დაამარცხა ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი.

საგინაშვილმა პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ერთად ჯილდოდ 50 000 ამერიკული დოლარიც მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 25 /
გაიხარე ლევან!
ირაკლი
09 დეკემბერი 2019 12:20
0
გილოცავ ლევან, ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროს!!!
toma
09 დეკემბერი 2019 12:14
0
რა არის 50 000? ლევანს 50 000-ს მარტო საჭმელი ჭირდება, ბინა აჩუქეთ პირველ რიგში, ნახეთ სად ცხოვრობს და ხელფასი დაუნიშნეთ როგორიც შეეფერება....ბიუროკრატებს პრემიებს რომ უწერთ მილიონობით ეს კაცი უფრო მეტს აკეთებს საქართველოს სახელის გატანაში ვიდრე მთელი საგარეო სამინისტრო.....
gio
10 დეკემბერი 2019 16:12
0
Hოო ჩემო ლევან გილოცავ დიდ წარმატებას)) დააფასეთ ეს კაცი სანამ დროააა)) ძAლიან კარგი ადამიანი და სპორცმენი ხარ))
aqsadaqsa
09 დეკემბერი 2019 12:24
0
ძალა სადაცაა საჭირო ყველა სპორტში მაგრები ვართ ქართველები :))
ემრე
09 დეკემბერი 2019 16:58
0
გილოცავ ვაჟკაცო!!! მთელ საქართვლოს ვულოცავ!!!
ბექა
09 დეკემბერი 2019 16:24
0
გილოცავთ ლევან, მაგრად გაგვახარე!
თამაზი
09 დეკემბერი 2019 16:31
0
ლევან გილოცავ.მადლობა რომ ქართული დროშით ასპარეზობ და ეს გამარჯვება ჩემს ქვეყანას ეკუთვნის.
ჯ ი ჯ ი
10 დეკემბერი 2019 13:56
0
ორი საამაყო სპორტსმენი გვყავს და ორივე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცის ტიტულს ატარებს. შეუძლებელია არ გეამაყებოდეს,რომ ქართველი ხარ.ლაშა და ლევანი
დავით 67
10 დეკემბერი 2019 05:40
0
ვინ ციპლენკოვი მაგას საერთოდ მაჯას მოტეხს,ეს ციპლენკოვი როდის მერე გახდა მაგარი დოპინგების მერე,ისეთ არსებებთან ლევანი არც უნდა გავიდეს,ლევანი ნომერ პირველია მსოფლიოში
მიროსანს
10 დეკემბერი 2019 10:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული