სხდომა "ბომონდ გარდენში" იყო დანიშნული, სადაც მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა და სხდომაზე არ უშვებდა. მათი თქმით, ეს ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით ხდებოდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს, სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს, ასევე, ისროლეს კვერცხები.
სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.
წყარო: IPN.ge