დღეს, 2 აპრილს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი და ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტი ტონი ფერგიუსონი ერთმანეთს ვეღარ შეხვდებიან. შეგახსენებთ, ეს იყო ამ მებრძოლების შეხვედრის მე-6 ცდა. გაუქმებულ ბრძოლაზე UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი კომენტარს აკეთებს:
"ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხაბიბი ტონისთან არ იჩხუბებდა. ფერგიუსონი გეიჯის წინააღმდეგ? ასეთ დეტალებს ჟურნალისტებთან არ განვიხილავ." - ციტირებს უაითს Yahoo.
შეგახსენებთ, შეხვედრა 19 აპრილს ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან შეიზღუდა დასწრება. შესაბამისად, UFC-ს მოუწია ბრძოლის ჩატარების ახალი ადგილის მოძებნა.
გუშინ, 1-ელ აპრილს, ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც ამბობს, რომ დაღესტანში იმყოფება და აშშ-ში გაფრენას ვეღარ მოახერხებს.
09:55 02-04-2020
UFC-ის პრეზიდენტი: ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხაბიბი ტონისთან არ იჩხუბებდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აუ ეს რა წარმოუდგენელი ...კაცაა.
1
0
ფაქტია, რომ ყველაფერს ბიზნესი მართავს! ცოტა ხნის წინ სრულიად უინტერესო სახეობა ისე გაარეკლამეს, ათეულობით მილიონი დოლარი ტრიალებს. სრულიად მესეხარისხოვანი სპორტის მსუბუქი წონის წარმომადგენლების შეხვედრა, ყოფილი ჩემპიონის, კონან მაკგრეგორის უზარმაზარი რეკლამის ხარჯზე ერთ-ერთ მოთხოვნად სანახაობად აქციეს! მოკლედ, ბიზნესი და მხოლოდ ბიზნესი! აბა, ვის აინტერესებს ეს ჩხუბი, რომელიც ოლიმპიურ სახეობადაც არ აღიარეს და საყურებლადაც არაფერს წარმოადგენს!
17
18
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული